Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

ზურაბიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას არღვევს

0
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა. ამასთან, პრეზიდენტმა ილაპარაკა ევროპაში ვიზიტების შესახებ და აღნიშნა, რომ იძულებული გახდა, ოფიციალური ვიზიტის ნაცვლად, კერძო ვიზიტით ჩასულიყო. 


„მე შევასრულე ის მუხლი კონსტიტუციის, რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც ჩემს შესაძლებლობაში არის, 78-ე მუხლი კონსტიტუციის. ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაში არის, იმისთვის, რომ წინ წავწიო ევროინტეგრაცია. სხვათა შორის, ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლით არღვევს სწორედ საპარლამენტო უმრავლესობა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა „პირველ არხთან" ინტერვიუში. 


შეკითხვაზე, რას არღვევენ, შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, ზურაბიშვილმა უპასუხა: „როდესაც ყველაფრის აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს ევროინტეგრაცია, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა".


პრეზიდენტისთვის უცნობია, რატომ არ სურს საპარლამენტო უმრავლესობას ევროინტეგრაცია. „ეს არის ჩემი კითხვა და მინდა გითხრათ, რომ „ოცნების“ ამომრჩევლების, მე ვიტყოდი 80%-ის კითხვა დღეს“, - თქვა მან.


საქართველოს კონსტიტუციის 78-ე, გარდამავალ მუხლში (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) ვკითხულობთ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".


ოთხგვერდიან განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლიდან მეორე დღეს, 15 მარტს, გამოაქვეყნა, ვრცლად იყო მიმოხილული, თუ რა საკონსტიტუციო დარღვევები ამოიკითხა „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის სიტყვაში.


პირველ რიგში, მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ მას არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება.




 




 






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России