რობერტ სტურუა: მაგრამ… მოღალატე ქართველებიც (როგორც ყოველთვის!) რომ არ გვასვენებენ!
0
“ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო და მ ა რ ტ ო ო ბ ა!
ყველა ჩვენ გვლანძღავს –
•უკრაინა! მიწასთან გაგვასწორეს – ვერ გაგვიგია რატომ! თითქოს 2008 წელს დასაცავათ ჯარი გამოგვიგზავნა და მეორე ფრონტი გახსნა!!!
•ჩრდილოეთის Пу დედამისის გამო ვერ გვიტანს და ოსტატურად საქართველოს ერთი მესამედიც წაგვგლიჯა!
•პროპოგანდონი მარგო სიმონიანი კი სულ გათამამდა:
“მალე საქართველო რუქაზეც აღარ იქნებაო!”
•ევრო კავშირი: “პრაიდებს რატომ არ ატარებთო!”
•USA ელჩი: “აპატიეთ იმ მკვლელებსო და შეიყვარეთო!”
და ა.შ. და ა.შ! და ა.ა!
ერთი გამოსავალი დაგვრჩენია:
როგორც ვიყავით მარტო
ისტორიულ ბრძოლებში და ქარტეხილებში,
ისევე მარტო ვიყოთ!
დიახ, მარტოობა ჩვენი ხვედრია!
მარტოსულნი ვართ!
აბა გაიხსენეთ: ვინმე გვშველოდა,
ვინმე გვეხმარებოდა?!
არა! არასდროს!
მარტოდმარტო გავუძელით მსოფლიოს არეულობას და, რაც მთავარია
უ ს ა მ ა რ თ ლ ო ბ ა ს!
დღესაც არავის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ…
მოღალატე ქართველებიც
(როგორც ყოველთვის!)
რომ არ გვასვენებენ!
ახლა უფრო დაოსტატდნენ,
უფრო გაბოროტდნენ!
აი, ვის უნდა უფრთხილდეს ჩვენი ქვეყანა – ქართულ ნაძირალებს!
თავს ვინუგეშებთ:
გააფთრებული იუდები ქართველები არ არიანო!
არ მოტყუვდეთ!
ქართული სისხლი ჩქეფს მათ
ვერაგ გ უ ლ შ ი!
მაგრამ ყველაფერი ქართული სამუდამოდ წაიშალა მათ
დამპალ ს უ ლ შ ი!
ამ მკბენარებს სხვა შუქი ხიბლავს,
იქ ინავარდონ,
იმედია, იმ მაცდურ შუქში საბოლოოდ გადაგვარდებიან!
ჩვენ კი…
ვიყოთ მარტო!
მაინც გვეყვარება სიცოცხლე!
სიკეთეს კი მაინც ვაღმერთებთ !
გავძლებთ!
გავუძლებთ!
აქამდე თუ მოვაღწიეთ,
აღარაფერი შეგვაშინებს
მოვუხმოთ ღვთაებრივი ძალები!
ურწმუნოებიც გაიხარებენ!
იმედდაკარგულს მზე ისევ მიეგებება!
ჩვენც ნუ დავკარგავთ იმედს!
როგორც რუსთაველი არაბ ავთანდილს და და არაბთა დედოფალს თინათინს ქართულად ალაპარაკებს:
“ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული,
სიკეთისა ხელის მხდელი!”
სიკეთე არ აგვცდება, ქართველნო,
მუდამ ვიქნებით!
“მუმლი მუხასაო”” – წერს რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.