ორი ფორმატი 12 პუნქტისთვის - როგორ მოახერხებენ მმართველი და ოპოზიციური პარტიები შეთანხმებას?
პარლამენტში ორი სამუშაო ფორმატი ამოქმედდა იმ ფონზე, როცა ბრიუსელიდან დეპუტატებს ერთად მუშაობისკენ და ევროკომისიის 12-პუნქტანი რეკომენდაციების ერთობლივად შესრულებისკენ მოუწოდებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ არ შეუერთდნენ „ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებს.