უკრაინა აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზეა ჩატანილი ბრიტანული სარაკეტო კომპლექსი Stormer-ი
უკრაინაში ფრონტის ხაზზე ექვსი ბრიტანული საზენიტო სარაკეტო სისტემა Stormer-ის პირველი პარტია ჩავიდა, - ამის შესახებ უკრაინის არმიის სამხრეთ ოპერატიულმა სარდლობამ 25 ივლისს Facebook-ის გვერდზე განაცხადა.
"ბრიტანული "უხილავი "Stormer hvm კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემები" მტრის მოიერიშე თვითმფრინავებს 18 კილომეტრამდე მანძილზე ხედავენ. რატომ არის ეს " უხილავი "? ეს ყველაფერი იმის გამო, რომ სამიზნეზე რაკეტების დამიზნება ნახევრად ავტომატურ რეჟიმში ხდება, რაც ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით," უხილავს" ხდის მოწინააღმდეგის საჰაერო ხომალდის რადარის სენსორებისთვის, რომლებიც დგანან მტრის ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებზე დამონტაჟებული", - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ინტერვენციი შემდეგ, ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერამ 2.3 მილიარდ ფუნტს მიაღწია.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი სამხედროებისთვის მასშტაბური საწვრთნელი ოპერაციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მინიმუმ 10 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს.