დამუშავებული ალმასი – იწვის თუ არა ბრილიანტი
არსებობს გამოთქმა, რომ ბრილიანტი მარადიულია, თუმცა რამდენად რეალურია ეს განსაზღვრება?
სითბოს და საკმარისი ჟანგბადის სათანადო გამოყენებით, ალმასი, შესაძლოა, კვამლად იქცეს. ბრილიანტი ნახშირბადის სტრუქტურისგან შედგება, ისევე როგორც ნახშირი. მართალია, მის დაწვას ცოტა მეტი დრო სჭირდება, მაგრამ საიდუმლო სწორი პირობების შექმნაშია, რათა მყარმა ბრილიანტმა შეძლოს ურთიერთქმედება ჟანგბადთან, რაც საჭიროა ცეცხლის მოსაკიდებლად.
„თქვენ უნდა გადააქციოთ ეს მყარი ნახშირბადი აირის ფორმად, რათა ჰაერთან რეაქციაში შევიდეს და ალი წარმოქმნას“, — რიკ საჩლებენი, გადამდგარი ქიმიკოსი და ამერიკის ქიმიური საზოგადოების წევრი.
დასავლეთ ტეხასის A&M უნივერსიტეტის ფიზიკოსის კრისტოფერ ბეირდის თქმით, ოთახის ტემპერატურის ჰაერზე ბრილიანტებს ცეცხლი ეკიდებათ, დაახლოებით, 900 გრადუს ცელსიუსზე. როდესაც პირველად გაცხელდება, ბრილიანტი ანათებს წითლად, შემდეგ თეთრად. სითბო იძლევა ალმასის ზედაპირსა და ჰაერს შორის რეაქციას, ნახშირბადი გარდაქმნება უფერო და უსუნო გაზად ნახშირბადის მონოქსიდში.
თუმცა, ეს ცეცხლი მხოლოდ სიკაშკაშესა და ბზინვარებაში გამოიხატება. ალმასის ზედაპირზე სრულყოფილი ალის წარმოქმნა, როგორც წესი, მოითხოვს დამატებით ზემოქმედებას, 100% ჟანგბადს და არა ოთახის ჰაერს, რომელიც მხოლოდ 22% ჟანგბადს შეადგენს. კონცენტრაციის ეს ზრდა რეაქციას აძლევს ყველაფერს, რაც მას სჭირდება თვითგანმტკიცებისთვის. ალმასიდან ამომავალი ნახშირბადის მონოქსიდი ჟანგბადის თანდასწრებით აალდება და ქმნის ცეცხლს, რომელიც თითქოს ცეკვავს ქვის ზედაპირზე.
როდესაც ნახშირბადი იწვის ჟანგბადში, ეს რეაქცია წარმოქმნის ნახშირორჟანგს და წყალს. ამგვარად, სუფთა ნახშირბადის ბრილიანტი თეორიულად შეიძლება მთლიანად გაქრეს, თუ საკმარისად დიდხანს დაიწვება. თუმცა, ბრილიანტების უმეტესობას აქვს სულ მცირე მინარევები, როგორიცაა აზოტი, ამიტომ რეაქცია ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარტივად მისაღწევი იყოს.
წყარო: livescience