Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

დედამიწის ვულკანური საიდუმლო – რა ელოდება პლანეტას

0

აშშ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ცნობების მიხედვით მსოფლიოში, დაახლოებით, 1350 „პოტენციურად აქტიური ვულკანია“ და ცნობილია, რომ ისტორიას მათი რაოდენობის მესამედზე მეტის ამოფრქვევა ახსოვს.

სად მდებარეობს ვულკანების უმეტესობა? აქტიური ვულკანის ნახვა რომ გდომებოდათ, სად გექნებოდათ მისი პოვნის ყველაზე დიდი შანსი? „პლანეტის ვულკანების უმეტესობა მდებარეობს წყალქვეშ, 65000 კილომეტრის სიგრძის შუა ოკეანის ქედის სისტემის გასწვრივ“, განუცხადა Live Science-ს ელ. წრილში ედ ლეველინმა, ვულკანოლოგიის პროფესორმა გაერთიანებული სამეფოს დურჰამის უნივერსიტეტში.

დედამიწის მაგმის დაახლოებით 80% მოდის ამ ქედების გასწვრივ ვულკანებზე, რომლებიც, როგორც წესი, ოკეანის ზედაპირიდან 3-დან 4 კმ-მდეა დაშორებული“, – დასძინა მან. 

ამ ვულკანების დავიწყება ადვილია, რადგან ეს სისტემა იმალება ოკეანის ზედაპირის ქვეშ და, შედეგად, მათი ამოფრქვევები იშვიათად მოქმედებს ჩვენზე. რაც შეეხება ვულკანებს, რომლებიც ოკეანის ზედაპირზე მაღლა არიან, „ხმელეთზე მყოფი ვულკანებიდან ბევრი მათგანი წყნარი ოკეანის ირგვლივ მდებარეობს“, – თქვა ლეველინმა. „ეს იმიტომ, რომ წყნარი ოკეანე შემოსაზღვრულია სუბდუქციის ზონებით. ეს არის ადგილები ტექტონიკური ფირფიტების კიდეებზე, სადაც ერთი ფირფიტა მეორის ქვეშ სრიალებს“, – ამ ტექტონიკური აქტივობის შედეგად, წყნარ ოკეანეში გაჩნდა ცეცხლის რგოლი, 40000 კმ სიგრძის, სეისმურად აქტიური სარტყელი, რომელიც მსოფლიო მიწისძვრების დაახლოებით 90%-ის ეპიცენტრია.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტექტონიკური მოძრაობების გამო, წყნარი ოკეანე ყოველთვის არ იყო ვულკანური ამოფრქვევების ცხელი წერტილი. მართლაც, 252 მილიონი წლის წინ, როცა პერმის პერიოდი ტრიასად გადაიქცა, დედამიწა ნაკლებად სტუმართმოყვარე იყო, პლანეტაზე გავრცელებული ვულკანური აქტივობის მასშტაბების გამო. 2017 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამ დროს მოხდა ის, რაც მასობრივი გადაშენების მიზეზად ითვლება. 

ადამიანებისა და დედამიწის სხვა ამჟამინდელი მაცხოვრებლების საკეთილდღეოდ, დღეს ვულკანური ამოფრქვევები არ არის ისეთი ხშირი, როგორც ეს იყო პლანეტის წარსულში. „თუ ჩვენ ჩავთვლით წყალქვეშა ვულკანებს შუა ოკეანის ქედების გასწვრივ, დედამიწაზე ვულკანური აქტივობის ძირითადი ნაწილი განლაგებულია წყნარი ოკეანის ზონის გარეთ“, – თქვა ლეველინმა. “დედამიწის მთელი ისტორიის მანძილზე ვულკანური აქტივობის სიხშირე ნელ-ნელა იკლებს. ადრეული დედამიწა გაცილებით ცხელი იყო, ვიდრე დღეს არის. იმდენად ცხელი, რომ ვფიქრობთ, ამ პერიოდში, პლანეტის მთელი ზედაპირი დაფარული იყო მაგმურ ოკეანეში”.

მეცნიერები თვლიან, რომ მალე ვულკანური სტრუქტურა დავიწყებას მიეცემა, რადგან დედამიწა დროთა განმავლობაში ცივდება. ეს პროცესი უკვე მოხდა მთვარეზე. დიდი, შავი ლაქები სწორედ ამის დასტურია, გიგანტური მაგმური “ზღვის” ნაშთები.  

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვულკანები მალე გაქრება. ფაქტობრივად, ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ შეიძლება 91 მილიარდი წელი დასჭირდეს დედამიწის ბირთვს, რათა საბოლოოდ დაკარგოს მთელი თავისი ტემპერატურა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვულკანურმა სტრუქტურამ, შესაძლოა, ადამიანურ რასაზე უფრო დიდხანს იარსებოს. 

„თუ გსურთ იხილოთ რეალური ამოფრქვევა, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება წასვლა სტრომბოლიში, პატარა კუნძულზე იტალიის ძირში“, – თქვა ლეველინმა. ეს ვულკანი შესვენებების გარეშე იფრქვევა ბოლო 1500 წლის განმავლობაში და მასზე მოგზაურობის დროსაც კი შესაძლებელია პატარა ამოფრქვევების დანახვა.

წყარო: livescience





Губернаторы России
Москва

Собянин: Завод по производству препаратов из плазмы крови человека появится в РФ





Москва

Юлия Пересильд, московский Театр на Таганке, ММОМА – участники 3-его фестиваля «Территория. Красноярск» раскрывают грани современного искусства


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва — мировой лидер по динамике развития транспортной инфраструктуры



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Александр Градский

Гагарина рассказала об отношениях с Градским




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Швейцарии завершился чемпионат Европы по спортивной и фитнес-аэробике

Футбольная сборная России забила Белоруссии 4 безответных мяча

Псковичка стала призером соревнований по прыжкам в высоту в Москве


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Лесничие и студенты Можайска провели субботник у истока Москвы-реки



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России