მდინარე სუფსაში ხიდიდან ტრაილერი გადავარდა (ვიდეო)
მდინარე სუფსაში ხიდიდან ტრაილერი გადავარდა.
როგორც ტრაილერის მძღოლი აცხადებს, მან მანქანიდან მდინარეში გადახტომა მოასწრო. მისივე თქმით, იგი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
„ჩემს წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, როგორც კი გადავვარდი სამაშველო სამსახურიც მაშინვე მოვიდა, არ დაუგვიანიათ. წყალი არც ისე ღრმა იყო. მანქანის ამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდება“, – განაცხადა ტრაილერის მძღოლმა ალექსი მაისურაძემ.
მოხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.