ბრიტანეთი: რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეგმავს რეფერენდუმის ჩატარებას
![ბრიტანეთი: რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეგმავს რეფერენდუმის ჩატარებას](https://gdb.rferl.org/01160000-0aff-0242-fb00-08da705cfff8_w800_h450.jpg)
სამხრეთ უკრაინის ახლახან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლებები მოსკოვისგან მზარდ ზეწოლას განიცდიან და შესაძლოა ემზადებიან რეფერენდუმების ჩასატარებლად, მიმდინარე წელს რუსეთთან შეერთების საკითხზე - იუწყება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო 30 ივლისს.
"ადგილობრივი ხელისუფლებები, როგორც ჩანს, მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებენ პერსონალური დეტალების გასამჟღავნებლად, საიმისოდ, რომ საარჩევნო სიები შედგეს" - ამბობს სამინისტრო თავის რეგულარულ სადაზვერვო ანგარიშში.
გასულ თვეში, ოკუპირებული ხერსონის რეგიონის გარშემო მოსკოვის მიერ დანიშნულმა სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ემზადება რეფერენდუმისთვის რუსეთთან შეერთების საკითხზე. შავი ზღვის მნიშვნელოვანი ქალაქი, ხერსონი, მარტის დასაწყისიდანაა რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ.
2014 წელს რუსეთმა უკანონოდ მოახდინა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება, რაც მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ რეფერენდუმს, რომელიც, გავრცელებული მოსაზრებებით გაყალბებულ იქნა - რეფერენდუმის შედეგით, ამომრჩევლის თითქმის 97-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი რუსეთთან შეერთებას.