მისტიკური ხვრელები ოკეანის ფსკერზე – ახალმა აღმოჩენამ მეცნიერები გააოგნა
მკვლევარებმა აღმოაჩინეს საიდუმლოებით მოცული, “იდეალურად გასწორებული” ხვრელების სერია და მათ წარმოდგენა არ აქვთ, ვინ ან რამ შექმნა ისინი. უცნაური ხვრელები ეროვნული ოკეანისა და ატმოსფერული ადმინისტრაციის გემის Okeanos Explorer-ის ეკიპაჟმა იპოვა, როდესაც შუა ატლანტის ქედს იკვლევდა.
ნაპრალები ქმნის სწორ ხაზს, ჩნდება რეგულარულად, განმეორებით დისტანციებზე და გარშემორტყმულია ნალექის პატარა ბორცვებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ტერიტორიაზე ხვრელების შემჩნიეს. აშშ-ს საზღვაო მეთევზეობის ეროვნული სამსახურის ორმა საზღვაო მეცნიერმა 2004 წლის ექსპედიციის დროსაც დააფიქსირა იდუმალი ღრუები ოკეანის ფსკერზე.
„ამ ხვრელების შესახებ ინფორმაცია ადრეც იყო რეგიონიდან, მაგრამ მათი წარმომავლობა საიდუმლოდ რჩება“, – წერენ NOAA-ს მკვლევარები Facebook-ზე.
პოსტს სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. წარმოიშვა მრავალი თეორია, დაწყებული გაჟონვის შედეგად გაჩენილი ნაპრალებით და დამთავრებული უცხოპლანეტელებით. მეცნიერები ამბობენ, რომ გადაუჭრელი საიდუმლო წააგავს წყალქვეშა „ყვითელი აგურის გზას“ ატლანტიდამდე, რომელიც ოკეანის მკვლევარებმა აღმოაჩინეს მაისში, ჰავაის მახლობლად, წყალქვეშა მთის თავზე.
ისინი ეჭვობდნენ, რომ მრავალი ვულკანური ამოფრქვევის შედეგად ზღვის ფსკერის გათბობა და გაგრილება ქმნიდა უცნაურ ხვრელებს, თუმცა ახლა ზუსტი მიზეზი ვერ დგინდება. მკვლევარები გააგრძელებენ რეგიონის შესწავლას სექტემბრამდე. საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, ნაპრალების წარმოშობის მიზეზიც დააფიქსირონ.
წყარო: livescience