დედამიწას ორი გიგანტური ზომის ასტეროიდი უახლოვდება
ორი ცათამბჯენის ზომის ასტეროიდი დედამიწას უახლოვდება. ერთი მათგანი ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლო წერტილში 29, ხოლო მეორე 30 ივლისს აღმოჩნდება.
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდი ყველაზე განიერ წერტილში 122 მეტრით იზომება, რაც 40-სართულიანი შენობის სიგანეს შეადგენს. იგი უსაფრთხოდ ჩაუვლის ჩვენს პლანეტას. მანძილი მათ შორის შვიდჯერ მეტი იქნება, ვიდრე დედამიწას და მთვარეს შორის, დაახლოებით, 2,800,000 კმ.
შაბათს, მეორე, უფრო დიდი ზომის ასტეროიდი უფრო შორ მანძილზე გადაადგილდება. მისი სიგანე 183 მეტრი იქნება და დედამიწიდან 6,960,000 კმ-ის დაშორებით ჩაივლის. იგი იმოძრავებს 21,168 კმ/სთ სიჩქარით და დედამიწას 19:37 მოუახლოვდება.
NASA და სხვა კოსმოსური სააგენტოები ყურადღებით აკვირდებიან დედამიწის მახლობლად მდებარე ათასობით ობიექტს. მაშინაც კი, თუ ასტეროიდი ჩვენი პლანეტიდან მილიონობით კილომეტრის მანძილზეა დაშორებული, არსებობს უკიდურესად მცირე შანსი იმისა, რომ მისი ორბიტა ოდნავ შეიცვალოს უფრო დიდი ობიექტის გრავიტაციასთან ურთიერთქმედების შემდეგ. ასეთმა მცირე ცვლამაც კი შეიძლება ასტეროიდი პოტენციურად დედამიწასთან შეჯახების საფრთხის წინაშე დააყენოს. ამიტომ კოსმოსური სააგენტოები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ჩვენი პლანეტის დაცვის საკითხს.
2021 წლის ნოემბერში, NASA-მ ასტეროიდისთვის გეზის შესაცვლელად გაუშვა კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით Double Asteroid Redirection Test (DART), რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე პირდაპირ 160 მეტრის სიგანის ასტეროიდ დიმორფოსს შეეჯახება. შეჯახება არ გაანადგურებს მას, მაგრამ შეძლებს ოდნავ შეცვალოს კოსმოსური კლდის ორბიტალური გზა.
წყარო: livescience