Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

მეუფე სტეფანე სალომე ზურაბიშვილზე – ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ მას ხმა მივეცი

0

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ბოდიში მოუხადა ქართულ საზოგადოებას იმის გამო, რომ არჩევნებში ხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისცა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, „ეს არის მისი სირცხვილი, რომ შედეგი ვერ გაითვალისწინა“.

„ცოცხალი თავით იბრძვიან, ერთ ამბავში არიან, ხელისუფლებაში ერთი ნაწილი ცდილობს, მოიყვანოს ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც უამრავი უკეთურება გააკეთა და დღევანდელ დღემდე ძალიან მძიმე პერიოდი მოიყვანა. არსებულმა ხელისუფლებამაც ასევე არ დააკლო. ერთია, რომ პირდაპირ არ ხვრეტდნენ ქუჩებში ხალხს, თორემ, მათ („ქართულმა ოცნებამ“) დანარჩენი კანონმდებლობით მათზე მეტი პრობლემა შეუქმნეს დღევანდელ საქართველოს. რეალურად ისეთი ვითარებაა, რომ ანტიქრისტიანული კანონები სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება. ლაპარაკობენ ახლა მედიის თავისუფლებაზე და ამ დროს, ვინც მათ ემსახურება, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, თორემ ვინც სხვანაირად ლაპარაკობს, მათ თავისუფლებაზე არავინ არაფერს ამბობს. ყველამ დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ არაფერი არავის გაუკეთებია ისეთი, რაც მათ არ გაუკეთებიათო. გაცილებით მეტად იცავენ ყველა სტანდარტს, მაგრამ ისინი უნდა დაიხურონო. გამოდის უმაღლესი მხედართმთავარი და ამბობს, რომ ტელევიზიები უნდა დაიხუროს, ოღონდ „ცოტა ისე უნდა დაიხუროს“, დაახლოებით ასე ლაპარაკობს, რასაც ამბობს, ისე ვამბობ. მრცხვენია და ბოდიშს ვუხდი ჩვენს საზოგადოებას, რომ მე მას ხმა მივეცი. ეს არის ჩემი სირცხვილი, რომ ვერ გავითვალისწინე შედეგი რა იქნებოდა. სხვისთვის ხმა არცერთხელ მიმიცია, მას მივეცი, წმინდა ნინოს გზაზე წავიდა, ჯვარი ეჭირა და ვიფიქრე…“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ის ქადაგებისას ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 პუნქტსაც შეეხო, რომელიც საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.

„დღეს არის ისეთი დრო, როდესაც მიმდინარეობს ანტიქსრიტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. ამისთვის მოსამზადებელი პერიოდია ახლა. კანონმდებლობით უნდათ შემოიტანონ ყველა ის საკითხი, რომლითაც, ფაქტობრივად, ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში ყველა მონაწილეობს, ის, ვინც აცხადებს, რომ პირნათლად შეასრულებს იმ 12 პუნქტს, რაც დააკისრეს. ვინმემ იცის რა წერია იმ მოთხოვნებში რეალურად? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არ არის განხილვაში. თვითონვე განიხილავენ, მერე რაღაცებს კანონებად გადასახავენ, მერე ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთო. იმ პუნქტებში არის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით რაღაცების მოწესრიგება. ეს რას ნიშნავს, რომ კოჰაბიტაცია უნდა გაგრძელდეს უფრო მაღალი დონით და ამას აქვს პატრონაჟი მთელი დასავლური სტრუქტურების მხრიდან. თითქოს სუვერენიტეტის გამო ამბოხებაა რამდენიმე ადამიანის, რატომ გვეუბნება ელჩი ასე, ან რატომ ერევა ელჩი სასამართლოში და სხვა რაღაცებში. ერთი მხარე მართალია, მაგრამ ეს არის ჩხუბი, რომელიც უნდა იყოს და ჩვენ, ხალხმა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვინმე იბრძვით. ამ დროს, ყველა ამბობს, რომ ჩვენ ვართ დასავლეთის ყურმოჭრილი მონა, რასაც გვეტყვიან იმას შევასრულებთ და ეს 12 პუნქტი ყველასთვის არის ყველაფერი, ანუ ღმერთიც და აბსოლუტურად ყველაფერი. ეს 12 პუნქტი უზენაესი ღირებულებებია, ამის იქით ჩვენი არსებობა შეუძლებელია და საქართველო დაიღუპება. აი, ასეთი აზრი მოდის“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

მისი თქმით, დღეს დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა „გეი პარადები“ და ფერად-ფერადი ცხოვრება. როგორც მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნა, სწორედ ამის შესახებ არის საუბარი 12 პუნქტში.

„იმ 12 პუნქტში ეს „ფერად-ფერადი ცხოვრება“ პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს. ეკლესიის მიმართაც არის ეს ფარული, ეკლესია ვერასდროს შეეგუება ამ ფერად-ფერად ცხოვრებას. კაცზე კაცის გათხოვებას და ქალზე ქალის, ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამკვიდრებელი და რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ნებისმიერ ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდან არის ეს წყევლა. ეშინოდეს ყველას, ვინც ამას საქართველოში ამკვიდრებს. ქართველებზე ვლაპარაკობ, თორემ მათ შეგრძნება აღარ აქვთ“,-განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.





Губернаторы России
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения





Москва

Красноярский музыкальный театр представил проект театральной экосистемы будущего


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Тимати

Тимати о возможном возращении Starbucks в Россию: "Мы лучше"




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»

Сергей и Ангелина Минаевы из Брянска завоевали серебро Кубка «НИКА 2024»

В Крылатском будет создан современный спортивный кластер — Собянин


Варвара Грачёва

Осталась в одиночестве: Андреева победила Грачёву и вышла в четвертьфинал «Ролан Гаррос», Медведева остановил де Минор



Новости Крыма на Sevpoisk.ru


ЦСКА

ЦСКА забрал кубок из Казани // Армейцы вернули себе титул чемпиона Единой лиги ВТБ



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России