არის თუ არა პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადება მისი სამკურნალოდ გადაყვანის წინაპირობა და ვის სჯერა ამის – რადიო თავისუფლებამ მის ადვოკატთან, ვალერი გელბახიანთან ჩაწერა ინტერვიუ.
კონკრეტულად რა გითხრათ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლაზე?
სააკაშვილმა პოზიცია შეცვალა თუ გადაწყვიტა ასე, ეს მისი ნებაა. მან თქვა, რომ დღის წესრიგიდან გამომდინარე, იმდენად საფრთხის მატარებელია მისი მდგომარეობა, რომ ყველანაირი პოლიტიკისგან ითავისუფლებს თავს და მისახედი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე მას არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს.
მისი პოზიცია ნათელია, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა, რაც ნიშნავს, რომ არც “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფნა არ უნდა. მან ასეთი რამ თქვა, თუ მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება, მხოლოდ ამის შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდია საჭირო, თუ დაბრუნდება პოლიტიკაში, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში და არავითარ შემთხვევაში საქართველოში.