Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2022

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა, დემონსტრანტებმა გადაკეტეს გადასასვლელები

0
სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა, დემონსტრანტებმა გადაკეტეს
გადასასვლელები

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბიასთან ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან, იმ ფონზე, როცა რეგიონში ვითარება დაიძაბა, სერბეთის სანომრე ნიშნებთან და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული, კოსოვოს მთავრობის მიერ შემოღებული ორი წესის გამო. 

კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. 

ეს წესი შეესაბამება ბელგრადში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედ პრაქტიკას, რომელიც ეხება სერბეთში ჩასულ კოსოვოს მოქალაქეებს.

ამასთან, 1 აგვისტოდან ძალაში შედის წესი, რომელიც სანომრე ნიშნებს ეხება. 

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად,  KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი).

კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენებას ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ. 

ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად. მძღოლებს ცვლილებისთვის სექტემბრამდე მოუწევთ ლოდინი. 

31 ივლისს, გვიან საღამოს, კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დაკეტა იარინიესა და ბრნიაკის სასაზღვრო გადასასვლელები მოგზაურობისთვის და ტრანსპორტისთვის, დემონსტრანტების მიერ მათი ბლოკირების გამო. 

"ყველა მოქალაქეს შევატყობინეთ, რომ მოძრაობისთვის სხვა სასაზღვრო პუნქტები გამოიყენონ" - ამბობს კოსოვოს პოლიცია. 

მანქანების თაობაზე უთანხმოებამ იფეთქა 2021 წლის სექტემბერშიც - მას მერე, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთიდან შესულ ყველა მძღოლს მოსთხოვა გამოეყენებინათ დროებითი, 60-დღიანი, დაბეჭდილი ნომრები, იმ ზომების პასუხად, რომლებიც სერბეთმა კოსოვოელ მძღოლებთან მიმართებით 2008 წელს შემოიღო - როცა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

მაშინ კოსოვოს ჩრდილოეთით მცხოვრებმა სერბებმა მანქანებით და ბარიკადებით გადაკეტეს იარინიესა და ბრნიაკის გადასასვლელები, კოსოვოს ხელისუფლებამ ადგილზე პოლიციის დანაყოფები გაგზავნა, ცაში სერბეთის სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავდნენ, ძალის დემონსტრირების ნიშნად. 

სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, არც მის უფლებას შემოიღოს წესები, მაგალითად მანქანების რეგისტრირების შესახებ. კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს ევროკავშირის წევრთა უმეტესობა, თუმცა არა სერბეთის მოკავშირე რუსეთი და ჩინეთი. 

ევროკავშირი ათწლეულის განმავლობაში ცდილობს იშუამავლოს ორ ბალკანელ მეზობელს შორის, თუმცა ჯერჯერობით კავშირების ნორმალიზების ძალისხმევას შედეგი არ გამოუღია. 

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის განცხადებით, კოსოვო 2022 წლის ბოლოს შეიტანს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მიუხედავად შეშფოთებისა ასევე ევროკავშირში გაწევრიანების მოსურნე სერბეთთან დაძაბულობის გამო.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как преобразятся территории у четырех станций МЦД-4





Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: С начала года более 4,7 тысячи жителей Московского региона оформили страховую пенсию в автоматическом режиме на портале госуслуг


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал, как преобразятся территории у четырех станций МЦД-4



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

SQWOZ BAB

Рузиль Минекаев, Слава Копейкин, Марк Эйдельштейн, группа SQWOZ BAB и другие гости премьеры криминальной комедии «На автомате»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области

Спортсмен умер после участия полумарафоне в Москве

Spirit. Fitness откроется в ТРЦ Мегаполис


Анастасия Потапова

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России