Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2022

უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთში 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს, მხოლოდ 51 დაბრუნდა

0
უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთში 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს, მხოლოდ 51 დაბრუნდა

რუსეთში უკანონოდ გადიყვანეს 7 ათასზე მეტი უკრაინელი ბავშვი - ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა უმაღლესი რადის კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში - ომბუდსმენმა, დმიტრი ლუბინეცმა. მისი თქმით, ეს ფაქტი უკრაინელების გენოციდზე მიუთითებს.

„რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენი ბავშვები აღარ დაბრუნდნენ ჩვენთან და თავიანთი კანონმდებლობაც კი შეარბილეს ამისთვის. ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა და მკაფიო მაგალითი, რომ რუსეთის ფედერაცია ახდენს უკრაინელი ერის გენოციდს, რადგან ერთი ეროვნების ხალხის ჯგუფის ძალდატანებითი გადაადგილება გენოციდის პირდაპირი განსაზღვრებაა“, - აცხადებს ლუბინეცი.

ომბუდსმენის ინფორმაციით, რუს მოხალისეებთან თანამშრომლობით, უკრაინამ ჯერ მხოლოდ 51 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

ადამიანის უფლებათა საკითხებში რადის კომისრის - ომბუდსმენის პოსტზე დიმიტრი ლუბინეცი 2022 წლის 1 ივლისს დაინიშნა. მისი წინამორბედი იყო ლიუდმილა დენისოვა, რომელიც რადის დეპუტატებმა პოსტიდან გაათავისუფლეს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, მათ შორის - რუსი ჯარისკაცების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ. აპრილში დენისოვა აცხადებდა, რომ რუსეთში გადაიყვანეს 121 ათასი უკრაინელი ბავშვი.  

უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონოდ გაყვანისა და გაშვილების შესახებ ინფორმაციით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროსაც მიმართა. სამართალდამცველების ცნობით, რუსეთში გადაყვანილ ბავშვებს შორის მხოლოდ ობლები არ არიან.

ბერძნულ-ლათინური ჰიბრიდული სიტყვა გენოციდი ჯიშის, თემის მკვლელობის აქტს ნიშნავს. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს დამტკიცებული კონვენციით,  გენოციდად მიიჩნევა ქმედება - წინასწარი განზრახვით მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდეს "ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ანდა რელიგიური ჯგუფი, როგორც ასეთი“. დანაშაულად ითვლება ასეთი ჯგუფების წარმომადგენელთა:

მკვლელობა;

სხეულის სერიოზული დაზიანება ანდა გონებრივ აშლილობამდე მიყვანა;

წინასწარი განზრახვით ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომლებიც გათვლილია სრულ ან ნაწილობრივად ფიზიკურ განადგურებაზე;

შობადობის შეწყვეტაზე გათვლილი ზომების მიღება;

ბავშვების იძულებით გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორისთვის.

კონვენციით დასჯადია როგორც გენოციდის აქტი, ასევე შეთქმულება გენოციდის განხორციელების მიზნით, წაქეზება გენოციდისკენ ანდა გენოციდში თანამონაწილეობა. დამნაშავედ შეიძლება ჩაითვალოს როგორც კერძო პირი და თანამდებობის პირი, ასევე ხელისუფალი.





Губернаторы России
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации





Москва

СОТРУДНИКИ СОБР «СТОЛИЦА» СТАЛИ ИНСТРУКТОРАМИ НА СБОРАХ ПО БЕСПАРАШЮТНОМУ ДЕСАНТИРОВАНИЮ СПЕЦНАЗОВЦЕВ РОСГВАРДИИ В ВОРОНЕЖСКОЙ ОБЛАСТИ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Желдорреммаш

За один день работники Уссурийского ЛРЗ и их дети выполнили сменно-суточное задание по ремонту 129 паровозиков




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

Что можно отметить в этот день

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


Ролан Гаррос

Андреева рассказала о своих планах на предстоящий матч с Соболенко во Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России