Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2022

"ფინანსური სანქციები" აქტივისტებს - ათასობით ლარის ჯარიმა და დაყადაღებული ანგარიშები

0

“14 899 ლარის ჯარიმები მაქვს გადასახდელი. ბარათები გაუქმებული მაქვს, ანგარიშები დაყადაღებული, მუშაობას ვერ ვიწყებ, ხელფასი რომ ჩამერიცხოს, მთლიანად სახელმწიფო წაიღებს, სანამ ამ თანხას არ დავფარავ. ვერც ერთ საბანკო სერვისს ვერ ვიყენებ, სტუდენტური ბარათის გამოყენებაც კი არ შემიძლია, რომლითაც გარკვეული შეღავათები მეკუთვნოდა, მათ შორის, ტრანსპორტით მგზავრობაზე”, - გვიყვება ნიკა ფარულავა, 24 წლის აქტივისტი. მან 15 ათას ლარამდე ჯარიმა ბოლო 2 წელიწადში დააგროვა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

სახელმწიფოს ნიკას ფინანსური იზოლაციისთვის სულ 9 საჯარიმო ქვითრის გამოწერა დასჭირდა. ჯარიმების მიზეზი ყოველთვის ერთნაირია - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობა, იშვიათად, ქალაქის იერსახის დამახინჯება. იერსახის დამახინჯებად ითვლება სამშენებლო დროებით ღობეებზე წარწერების დატოვებაც და სტიკერების გაკვრაც. ნიკა ამბობს, რომ მას სხვა რამდენიმე აქტივისტის მსგავსად, პოლიცია სახეზე ცნობს და როგორი მშვიდობიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს მისი პროტესტი, მაინც აკავებენ და აჯარიმებენ.

“ერთხელ სუს-თან დამაკავეს, როცა სამანქანე გზიდან ტროტუარისკენ მივდიოდი, იმიტომ რომ პოლიციამ მოგვთხოვა, გზა გაგვეთავისუფლებინა და თან ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ვიძლეოდი ინტერვიუს. იმ დღეს პოლიციას ფოტოები ქონდათ ტელეფონებში ჩვენი, ვინც უნდა დავეკავებინეთ და 49 კაცი დაგვაკავეს. ერთხელ პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირზე სტიკერების გამო დამაჯარიმეს ქალაქის იერ-სახის დამახინჯებისთვის ისე, რომ იქ საერთოდ არ ვყოფილვარ სტიკერების გაკვრისას, საჯარიმო ქვითარში მითითებულ დროს მშვიდობის ხიდზე ვიყავი და ბანერი მქონდა გადმოკიდებული”, - ჰყვება ნიკა ფარულავა და ამატებს: “ამ ჯარიმების გადახდა, გარდა ფინანსური ტვირთისა, მორალურადაც რთულია, გამოდის, რომ აღიარებ დანაშაულს, რომელიც არ ჩაგიდენია, მაგრამ რაღაც დროს ალბათ მაინც მომიწევს”.

პოლიცია რომ აქტივისტებს მათი მხრიდან კანონის დარღვევის გარეშეც აკავებს, ადასტურებს ზუკა ბერძენიშვილიც. ნიკა ფარულავას მსგავსად, მასაც 15 ათას ლარამდე გადაუხდელი ჯარიმები აქვს გადასახდელი და ბარათებიდან მხოლოდ მეტრომანის ხმარება შეუძლია, ტრანსპორტით გადაადგილებისთვის.

“ძირითადად უბრალოდ ვდგავარ, ან საერთოდაც ვზივარ ხოლმე, როდესაც დამტაცებენ ხელს და გამიტაცებენ. ერთ-ერთი ჯარიმის გამოწერისას მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელი მიმტკიცებდა, რომ გამსახურდიას გამზირზე განთავსებული დროებითი სამშენებლო რკინის ჯართი, რომელზეც იმდენი რამ ეწერა, რომ სტენსილის დასახატი ადგილი ძლივს ვიპოვე, მუდმივი ნაგებობა და ქალაქის იერსახის ნაწილი იყო, რომელიც მე დავამახინჯე. თუმცა, ალბათ ყველაზე დაუფარავი აბსურდი მაინც 2019 წლის 31 დეკემბრის შემთხვევა იყო, როდესაც პოლიციელების მიერ მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის ანგრევის შემდეგ გააზრებაც ვერ მოვასწარი, როგორ აღმოვჩნდი პოლიციის მანქანაში და ბოლო რაც გავიგე, იყო - "მოდით, ბარემ ესეც", - გვიყვება ზუკა. ამ დღეს პოლიციამ პარლამენტის წინ 10-მდე ადამიანი დააკავა და საპროტესტო კარვებისგან "გაწმენდილ" ტერიტორიაზე გასაბერი ატრაქციონები მოაწყო.

7000 ლარამდე აქვს ჯარიმებში გადახდილი 2020 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე და კიდევ 5000-ლარიანი ჯარიმა გასაჩივრებული აქვს სასამართლოში ნათია ლეთოდიანს, პარტია „დროას“ წევრს. პოლიცია სხვადასხვა დროს მასაც დაუმორჩილებლობას, ქალაქის იერსახის დამახინჯებას და ხულიგნობას ედავებოდა. გაასაჩივრა ჯარიმა, რომელიც მას 2021 წლის სექტემბერში გამოუწერეს. ნათიამ მაშინ კანცელარიასთან შადრევანი წითლად შეღება. ის ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიკვდილს აპროტესტებდა. ამავე დღეს გამოუწერეს მას ორი სხვა, 80- და 200-ლარიანი ჯარიმები და იმის გამო, რომ მათგან ერთის გამოწერის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, ვერც გასაჩივრება მოასწრო და გადახდაც დაუგვიანდა, შესაბამისად, რამდენიმე კვირის განმავლობაში დაყადაღებული ჰქონდა ანგარიში.

“ანტისაოკუპაციო აქციაზე სტენსილების გაკეთებისას დამაკავეს და 2000 ლარით დამაჯარიმეს. ბოლოს კანცელარიასთან დამაკავეს, როცა ჩვენი პარტიის წევრები კეტჩუპებს ასხამდნენ მთავრობის ადმინისტრაციის კედლებს და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს მთელი ღამით. მე არაფერს არ ვაკეთებდი იმ დღეს, მხოლოდ იქ ვიყავი და როცა ჩვენებს აკავებდა, პოლიციელ გოგა მემანიშვილს ტაშს ვუკრავდი, ეს მიიჩნიეს პოლიციელისათვის ხელის შეშლად. აქციაზე დაკავება ჯარიმისგან არაფრით არ გიცავს, სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობას თითქმის არასოდეს არ იყენებს სასჯელის ზომად და ყოველთვის გვაკისრებს ჯარიმებს. ჩვენ კი გვირჩევნია სამი ან ხუთდღიანი პატიმრობა ამხელა ჯარიმების გადახდას”, - ნათია ლეთოდიანი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ძალისხმევა, მაღალი ჯარიმებით დასაჯოს აქტივისტები და პოლიტიკოსები, საპროტესტო განწყობებს ჩაახშობს.

“პირადად მე მხოლოდ ერთხელ ვარ დაჯარიმებული უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე 2300 ლარით, მაგრამ “სირცხვილიას” წევრებს 40 000 ლარამდე ჯარიმა გვაქვს გადასახდელი”, - გვეუბნება მარიამ გეგუჩაძე. მან სასამართლო პროცესზე გაარკვია, რომ პოლიციამ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავა და ჯარიმის გადახდა უწევს “უცენზურო რუსული სიტყვების” გამო, ანუ ცნობილი ფრაზის რუსული სამხედრო ხომალდის შესახებ. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ყოფნა მხოლოდ 7 მარტს 15 800 ლარი დაუჯდა “სირცხვილიას” 6 წევრს. მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, ამ აქციაზე ყოფნისთვის თანხის ყველაზე დიდი ოდენობით, 3800 ლარით ზუკა ბერძენიშვილი დაჯარიმდა, ყველაზე “იაფი” პროტესტი კი გიგა მაქარაშვილს დაუჯდა - მას სასამართლომ 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

“რომც გაასაჩივრო ჯარიმა, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე, 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადო, ანუ ხარჯი ყველანაირად გაქვს. თავიდან ჩვენს აქციებზე დაჯარიმებულებისთვის ფულს ვაგროვებდით, ახლა ეს ქრაუდფანდინგიც აღარ მუშაობს, წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ უნდა გადავიხადოთ ამდენი ფული”, - ამბობს მარიამ გეგუჩავა. ის პარალელს ავლებს რადიკალური, მოძალადე, პრორუსული აქტორების აქციებთან, რომელთა მონაწილეებსაც პოლიცია თითქმის არასოდეს აკავებს, მხოლოდ ადგილიდან განარიდებს და მათ ჯარიმებიც ბევრად იშვიათად ეკისრებათ.

მართლაც, პოლიცია ხშირად მიმართავს “განრიდების პრაქტიკას” ძალადობრივი ჯგუფების შემთხვევაში, დასჯითაც მხოლოდ აქციის რიგით მონაწილეებს სჯის და არასოდეს ორგანიზატორებს.

2019 წლის ნოემბერში პრორუსი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე საჯაროდ აანონსებდა თავდასხმას კინოთეატრებში ლევან აკინის ფილმის სანახავად მისულ ადამიანებზე - პოლიციას მის წინააღმდეგ გამოძიება მუქარის და ძალადობის ორგანიზების ფაქტებზე არ დაუწყია. საბოლოოდ პოლიციას მოუწია კინო “ამირანთან“ აგრესიული მოქალაქეების დაკავება, რომლებიც “გეი პროპაგანდასთან” ბრძოლის სახელით კინოში მისულ ადამიანებს ქვებს ესროდნენ და თავს ესხმოდნენ, მაგრამ ამ აქციების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი არც ძალადობრივი აქციების ჩატარების შემდეგ დამდგარა.

2021 წლის 15 მაისს გურამ ფალავანდიშვილი დედაენის პარკში თავს დაესხა ლბტქ აქტივისტების ინსტალაციას - პოლიციას ის არ დაუკავებია და შემთხვევის ადგილიდანაც ნახევარი საათის შემდეგ განარიდა.

2021 წლის 24 მარტს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს, ჰომოფობიური მოტივით ცისარტყელას სამკლავურის გამო თავს დაესხა ალექსანდრე ფალავანდიშვილი - პოლიციამ ამ შემთხვევაშიც უარი თქვა მის დასჯაზე და შემთხვევის ადგილიდან დაზარალებულები განარიდა ალექსანდრე ფალავანდიშვილის ნაცვლად. GDI-მ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც სიძულვილის ჯგუფების დასჯის თავის არიდების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან.

პოლიციას არც ის ადამიანები დაუკავებია, ვინც 2021 წლის 6 ივლისს პარლამენტის შენობასთან რკინის არმატურებს, ქვიან ბოთლებს, კვერცხებს და ასაფეთქებლებს ისროდა მშვიდობიანი აქციის მისამართით - ამ დღეს თავად სამართალდამცველების დაშავდნენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეების თავდასხმის შედეგად. პოლიციამ განსაკუთრებული აგრესიულობით გამორჩეული რამდენიმე ათეული დემონსტრანტი აქციას განარიდა.

“მოძალადე ჯგუფებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება ერთმანეთს არც კი შეედრება. ჩვენ სტიკერის გაკვრის გამო დავუჭერივართ, როცა კორდონს იქიდან პრორუსული ჯგუფები არმატურის ნაჭრებს ისროდნენ, თუმცა პოლიციის უფროსი მათთან ენის ჩლექით და ბოდიშებით ვაჭრობით კავდებოდა ასეთ დროს. ჩვენ თვალწინ ნაცემმა პოლიციელმა გვითხრა, არ მტკენია და იმიტომ არ ვიჭერო. ზოგადად, მოძალადე ჯგუფებს თითქმის ყველაფერი ეპატიებათ, რადგან ისინიც ინსტრუმენტები არიან სახელმწიფოს ხელში, და ძალიან იშვიათად, თუ გამოუვალ მდგომარეობაში ვინმე განტევების ვაცს იპოვიან ხოლმე”, - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

მოსამართლე ღმერთსა და სინანულზე მელაპარაკებოდა

აქციებზე დაკავებულები იზოლატორში გატარებული დღეების ან საათების შემდეგ სასამართლოში გადაჰყავთ, სადაც სისტემური პრობლემების ახალი კასკადი ჩნდება. მოწმეებად, როგორც წესი, ისეთი პოლიციელები ხვდებათ, რომლებიც მათი დაკავების დროს ადგილზე არ იმყოფებიან და ცრუ და იდენტურ ჩვენებებს იძლევიან მათ წინააღმდეგ, სამართალდამცველებს არასოდეს აქვთ სამხრე კამერის ჩანაწერები, სადაც მათი დაკავება იქნება ასახული და არის შემთხვევები, როცა მოსამართლე მათგან დანაშაულის აღიარებას ითხოვს.

“ერთადერთხელ გამამართლა სასამართლომ, ტელევიზიებს ჰქონდათ კადრები გადაღებული, რომ მხოლოდ რუპორის ჩართვის გამო დამაკავეს "ქართული ოცნების" ოფისთან და ოქმში ეწერა, რომ გზას ვკეტავდი. რამდენიმე მოსამართლეს უკითხავს, ვინანიებდი თუ არა ჩემ დანაშაულს. მოსამართლის ციტატაც მახსოვს: აღიარებ და ინანიებ თუ არა? თავიდან ვერ ვხვდებოდი, რატომ მელაპარაკებოდნენ ღმერთის სახელით, რომ თუ ვაღიარებდი და მოვინანიებდი, მეპატიებოდა”, - გვიყვება ნიკა ფარულავა. ის არც ერთ თავის დაკავებას არ მიიჩნევს სამართლიანად და, შესაბამისად, არც ერთ პროცესზე არ უთქვამს, რომ დამნაშავეა.

როცა საქმე აქტივისტების დაკავებას შეეხება, სახელმწიფო ინსტიტუტები კოორდინირებულად მოქმედებენ. პოლიცია ყოველთვის იძახებს მერიის ზედამხედველობის სამსახურს იერ-სახის დამახინჯებისთვის ჯარიმის გამოსაწერად, სახელმწიფო უწყებების დაცვის წევრები კი პოლიციის მოსვლამდე აქტივისტებს აკავებენ, იმის მიუხედავად, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, - გვიხსნის ნათია ლეთოდიანი.

“ლექსო ლაშქარავას გამო შადრევანი რომ შევღებეთ, პატრულის მოსვლამდე ხელით გვიჭერდა კანცელარიის დაცვა. ვეუბნებოდით, არსად გავრბივართ, ამის უფლება არ გაქვთ, მაგრამ არავინ გვისმენდა”, - იხსენებს ნათია. ის თვლის, რომ აქტივისტებსა და მათი ოჯახის წევრებზე დამატებითი დისკომფორტისთვის იყენებს პოლიცია სხვა ქალაქის იზოლატორებში გადაყვანის პრაქტიკასაც დაკავების შემდეგ.

“ყველანაირი ადამიანური ღირსების შემლახველი გარემო იყო საგარეჯოში, სადაც ბოლოს გადაგვიყვანეს. საპირფარეშო გარეთ იყო, მეთვალყურეს უნდა უთხრა, რომ გაგიშვას. ისეთი გამოდიხარ, აღარც აქცია გინდა, აღარც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, სიცოცხლეც კი არ გინდა, როცა იაზრებ, რისთვის აღმოჩნდი აქ”, - ამბობს ნათია ლეთოდიანი. ის გვიხსნის, რომ აქციაზე წასვლისას ყოველთვის ახსოვთ, რომ შეიძლება დააკავონ და ამის გამო შესაბამისად იცვამენ, მაგალითად, უარს ამბობენ თასმებიან ფეხსაცმელზე, რომელსაც გახდიან წინასწარი დაკავების იზოლატორში, ჩანთაში იდებენ ჰიგიენურ ნივთებს, რაც შეიძლება დასჭირდეთ და იქ არ დახვდებათ, გამოსაცვლელს იმ შემთხვევისთვის, თუკი დაკავება ხანგრძლივი იქნება.

 

მსხვილი ჯარიმების მსუსხავი ეფექტი

“ყველა ავტორიტარული რეჟიმი ასე შვრება, კანონის სახელით სჯის ყველა დაუმორჩილებელ ადამიანს. თუ ადრე გაპატიმრებდნენ და რამდენიმე დღით იზოლატორში გიშვებდნენ, 2021 წლის აპრილის შემდეგ, რაც ჯარიმები გაზარდეს, ცდილობენ, მაღალი ჯარიმა დაგაკისრონ, ცხოვრებაში ხელი შეგიშალონ და დაგამუხრუჭონ. ამას რამდენიმე მიზანი აქვს, ჩვენ გვაქცევენ ფინანსურ იზოლაციაში და სხვებს, ვისაც შეიძლება უნდოდეთ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართვა, ეუბნებიან, - აი, ნახე, ნიკა ფარულავა, 15 000 ლარი აქვს გადასახდელი, ვერც მუშაობს და ვერაფერს აკეთებს, შენც ასე იქნები, თუ გარეთ გამოხვალ”, - ამბობს ნიკა და ბრაზობს, რომ პარლამენტმა ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონში ჯარიმების გაზრდის შესახებ ნაჩქარევად მიიღო პანდემიის დროს ისე, რომ პროცესში თითქმის არ ყოფილან ჩართულები არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება.

ამ ცვლილებების შედეგად ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუკი ადრე 166-ე მუხლის შემთხვევაში [წვრილმანი ხულიგნობა] ჯარიმების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე იყო, ცვლილებების შემდეგ 1500-დან 2 ათას ლარამდე გაიზარდა, 173-ე მუხლის შემთხვევაში [პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა] კი მინიმალური ჯარიმის ოდენობა 1000 ლარიდან 2000 ლარი გახდა, განმეორების შემთხვევაში კი - 3500 ლარი. ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაიზარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გამოსაყენებელი პატიმრობის ვადაც, თუმცა აქტივისტები ამაზე ნაკლებად სწუხან, მათ ურჩევნიათ, სასამართლომ ფულადი ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა მიუსაჯოს და რამდენიმე დღეში “გაასწორონ ანგარიში” სახელმწიფოსთან, ვიდრე თვეების განმავლობაში უწევდეთ ჯარიმის გადასახდელი თანხების ძიება ან საბანკო სერვისების გარეშე ცხოვრება.

იმას, რომ ხელისუფლებას მოსწონს აქტივისტებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე 2021 წლის 29 ნოემბერს დაკავებული ბესიკ თამლიანის შემთხვევაც ადასტურებს, რომელიც 9-თვიანი წინასწარი პატიმრობიდან 3 დღით ადრე, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რომელიც მას არ მოუთხოვია.

“ზოგადად პროტესტის დასუსტების საქმეში ასეთ ერთი შეხედვით წვრილმან რეპრესიებს საკმაოდ დიდი როლი აქვს. როცა გაქვს განცდა, რომ ქვეყნის ღირსებას ცხვირწინ გაცლიან, მომავლის პერსპექტივას თვალწინ გიკლავენ და ერთადერთი, რაც შეგრჩენია, ხმამაღალი პროტესტია, სასაცილოდაც არ გყოფნის მოსალოდნელი რეპრესიები. მაგრამ როდესაც საღამოს სახლში მიდიხარ (თუ მიდიხარ) და რჩები შენს ყოველდღიურობასთან, სადაც აღმოაჩენ, რომ უსამართლობის მახრჩობელ განცდას ათასობით ლარის ვალიც ახლავს თან, ყველაფერი უფრო რთული ხდება.

მე ამ ჯარიმებს პროტესტის ნიშნად არ ვიხდი, თავიდან ვასაჩივრებდი კიდეც, ცხადია, უშედეგოდ. იმდენი ხანია ანგარიშებზე ყადაღა მადევს, რომ პინკოდიც აღარ მახსოვს არცერთი საბანკო ბარათის. მაგრამ, ზოგიერთი აქტივისტისთვის ეს გზა შეუძლებელია, განსაკუთრებით, თუ მათ სახელზე რაიმე მნიშვნელოვანი ქონებაა. ერთ-ერთ მორიგ აქციაზე ერთ-ერთი მორიგი წარწერის გაკეთებისას თუ სასწორზე ოჯახთან ერთად ქუჩაში დარჩენის საფრთხე იდება, რა თქმა უნდა, კარგად დაფიქრდება ადამიანი, რა რად უღირს და რა უფრო რაციონალურია, ბოლო-ბოლო სამშობლოსთვისაც ხომ არ აჯობებს უსახლკაროდ არ დარჩეს და აქციებზე სიარულის თავი ჰქონდეს. თითქოს ძალიან უტრირებულად ჟღერს, მაგრამ ესეთი ფიქრები და გადაწყვეტილებები აქტივისტების გაუზვიადებელი რეალობაა”, - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართადამრღვევებს, რომლებსაც 166-ე და 173-ე მუხლით აკავებენ და წინასწარი დაკავების იზოლატორში ათავსებენ, ყველაზე ხშირად ერთი დღით და ძირითადად 5 დღეზე ნაკლები ვადით ტოვებენ ამ შენობაში. ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ უწყება 2017 წლიდან სტატისტიკას საჯაროდ აღარ აქვეყნებს. 2017 წელს ათი ათასამდე ადმინისტრაციული სამართალდამრღვევისგან, ვისაც ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედებოდა ბრალი, 3847-ს დაეკისრა ჯარიმა.

ომბუდსმენი წლებია წერს, რომ სამართალდამცველების მიერ აქტივისტების დაკავება წვრილმანი ხულოგნობისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობის გამო მავნე პრაქტიკაა. 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი წერდა, რომ ეს პრაქტიკა შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს.

ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი თვლიან, რომ არაპროპორციული სანქცია, მათ შორის მკაცრი ჯარიმა, შესაძლოა არღვევდეს შეკრების თავისუფლების უფლებას და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კი არაერთხელ განუმარტავს, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы





Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Элджей

Рэпер Элджей выступил на фестивале «Черника Fest Music» в Новосибирске




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Красногорск первым встретил участников международного супермарафона Москва-Минск

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


Людмила Самсонова

Людмила Самсонова не отдала голландскую траву // Она продолжила серию российских побед на теннисном турнире в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Посещаемость российских торговых центров растет в начале лета



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России