Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2022

გაერო მოუწოდებს ერევანს და ბაქოს გადადგან ნაბიჯები "გრძელვადიანი სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ"

0
გაერო მოუწოდებს ერევანს და ბაქოს გადადგან ნაბიჯები

გაერო მოუწოდებს ერევანსა და ბაქოს, გადადგან ნაბიჯები საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ და ასევე, სამშვიდობო ხელშეკრულებისკენ, იტყობინება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

ამის შესახებ განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებში, მიროსლავ ენჩამ დღეს უშიშროების საბჭოში გამართული განხილვისას, რომელიც სომხეთის განცხადების საფუძველზე იქნა მოწვეული.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების სამხედრო შეტაკებების შემდეგ, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც გააგზავნეს წერილები გაეროში, სადაც აცხადებდნენ, რომ დაირღვა რუსეთის შუამავლობით 2020 წელს დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რომ დაირღვა მათი ტერიტორიული მთლიანობა.

"გაეროს არ ძალუძს შეამოწმოს ან დაადასტუროს, რამდენად შეესაბამება ეს განცხადებები სინამდვილეს, მაგრამ ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ ამ სახიფათო ვითარებით და მოვუწოდეთ მხარეებს, გადადგან ნაბიჯები დაძაბულობის შესამსუბუქებლად", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.

"ბოლოდროინდელმა შეტაკებებმა აჩვენა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, ისევე როგორც ადრე, ახლაც სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება... ჩვენ თანმიმდევრულად მოვუწოდებთ მხარეებს, ისარგებლონ ამ მნიშვნელოვანი მექანიზმით, როგორც პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაბიჯით სასაზღვრო დაძაბულობის განმუხტვისკენ", - განაცხადა მიროსლავ ენჩამ.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე გამოთქვა მოწოდება, დაიკავონ პრინციპული პოზიცია და გადადგან ნაბიჯები ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობის დამყარებისკენ. "თანმიმდევრულად მოვუწოდებთ მხარეებს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და გადადგან ნაბიჯები გრძელვადიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.

11 სექტემბერს სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ბაქომ გამოაცხადა, რომ „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი პროვოკაციის“ შედეგად დაიღუპა 71 აზერბაიჯანელი სამხედრო.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან საზღვარზე დაიღუპა სომხეთის არმიის 105 სამხედრო.

14 სექტემბერს, ღამით ერევანში საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები აზერბაიჯანთან სომხეთის ინტერესთა საზიანო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. პარლამენტთან შეკრებილებმა მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.

14 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი პასუხისმგებლობაა მშვიდობის დასამყარებლად რთული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ ნიშნავს სომხეთის ინტერესთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს. ფაშინიანის თქმით, სურთ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლის გამოც შესაძლოა, ბევრმა გააკრიტიკოს, მოღალატე უწოდოს და ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორება გადაწყვიტოს, მაგრამ მადლობელი იქნებიან, თუ ამის შედეგად სომხეთის რესპუბლიკა მიიღებს მყარ მშვიდობას და უსაფრთხოებას 29.8 ათას კვადრატულ კილომეტრზე.

მოგვიანებით ფაშინიანმა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არანაირი დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის და არც მზადდება.

2020 წლის ნოემბერში, ე.წ. 44-დღიანი ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме





Москва

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Игорь Бутман

Саксофонист Бутман нашел плюсы в отмене русской культуры за рубежом




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

Спортивные тренировки и мастер-классы пройдут на летнем фестивале в Москве

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев


ATP

Янник Синнер высказался о первом месте в рейтинге ATP и травме Новака Джоковича



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Перспективы развития отечественного семеноводства обсудили в Подмосковье



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России