Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2022

გომელაურის თქმით, გოგაშვილი იტყუება, როცა მას ბრალდებებს უყენებს

0
გომელაურის თქმით, გოგაშვილი იტყუება, როცა მას ბრალდებებს უყენებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან საუბარში ტყუილი უწოდა უსაფროების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება. მინისტრმა უარყო ისიც, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა ვლადიკავკაზში "ეფესბეს" საიდუმლო ბაზაზე.

„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მინსკში კი ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ 5-6 ვიზიტი მაქვს“, - თქვა გომელაურმა.

კითხვას, ჰქონდა თუ არა შეხვედრა 2017 წელს "ეფესბეს" გენერლებთან, სუსის ყოფილმა ხელმძღვანელმა ასე უპასუხა:

„არავითარი კომუნიკაცია არ გვქონია, ჩვენ ჩავდიოდით, ვხვდებით ჩვენს კოლეგებს, ოფიციალური შეხვედრები რაც გვქონდა ხოლმე. იყო 100 წლისთავი [ბელარუსის უშიშროების სამსახურის შექმნიდან], როდესაც ჩამოსული იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, ფრანგებიც, რუსებიც, გერმანელებიც. ზოგი იყო პირველი პირი, ზოგი - მეორე პირი, ყველა იყო. შეხვედრა პირისპირ? არასდროს არ გვქონია“.

მისი სიტყვებით, ასეთივე შეხვედრა იყო აზერბაიჯანშიც.

ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზეც - მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.

"ვთქვათ, შევხვდი. პირობითად. პირისპირ არ შევხვედრივარ არასოდეს. ასეთი რამე არ მომხდარა, მაგრამ მე ვიყავი, ამერიკელებიც იყვნენ, ბრიტანელებიც და გერმანელებიც. რა თქმა უნდა, იყვნენ [რუსეთიდან], რა პრობლემაა მაგაში, ჩემი გულისთვის არ უნდა ჩასულიყვნენ? თუ მე არ უნდა ჩავსულიყავი აზერბაიჯანში?!" - უთხრა მან ჟურნალისტებს.

რაც შეეხება რაიმე ტიპის შეთანხმებას აკრძალული ტვირთის გავლის მარშრუტთან დაკავშირებით, რაზეც გოგაშვილი წერილში მიუთითებდა, გომელაურმა განაცხადა, რომ ეს „რაღაც ზღაპრებია, საიდან იგონებთ“.

გომელაურის თქმით, არ იცის, რა არის სოსო გოგაშვილის მხრიდან იმ შინაარსის ინფორმაციის გავრცელების მიზანი, რაც მისი სახელით ყოველდღიურად იწერება მის ფეისბუკგვერდზე. კითხვაზე, ხომ არ იყო გაბრაზებული იმის გამო, რომ სამსახურიდან წავიდა და ხომ არ ითხოვდა დასაქმებას, მინისტრმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა:

"იყო, დადიოდა, კი, როდესაც პარტიიდანაც წამოვიდა და რატომ წამოვიდა, მე ჯერ არ მინდა ვისაუბრო. ალბათ, თვითონ იტყვის რაღაცას და პასუხს გავცემ მერე, რატომ წამოვიდა უსაფროების სამსახურიდანაც და პარტიიდანაც რატომ გამოუშვეს. მოდიოდა, რა თქმა უნდა, მთხოვდა, იქნებ, რაღაც გამიკეთოთ, მაგრამ [ვპასუხობდი], ჯერჯერობით არაფერი, ვერაფერს ვერ გაგიკეთებთ".

12 სექტემბერს სოსო გოგაშვილმა "ფეისბუკის" გვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.

გოგაშვილის თანახმად, „არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში“ ჩართულია სუსი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო.

ამ თემაზე "ტვ პირველმა" 10 სექტემბერს ჟურნალისტური გამოძიება უჩვენა. გოგაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობაში „წყვეტა იყო და საჭირო იყო ურთიერთობების განახლება“, რის გამოც 2016 წელს ბიძინა ივანიშვილის დავალებით იმყოფებოდა ვლადიკავკაზში "ეფესბეს" საიდუმლო ბაზაზე.

სოსო გოგაშვილის გავრცელებულ ინფორმაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე გამოქვეყნდა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.





Губернаторы России
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации





Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В Москве ведется активная замена инженерных сетей в рамках реновации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Юрий Башмет

Юрий Башмет, Константин Хабенский и Ольга Литвинова выступили на главной сцене в Михайловском




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Мастер-классы по созданию крафтовых украшений проходят в центре Москвы

В Москве 14-летний мальчик ранил ножом 16-летнего юношу на футбольном поле

Спортивные тренировки и мастер-классы пройдут на летнем фестивале в Москве


WTA

Андреевой предрекли борьбу за топ-10 рейтинга WTA в текущем сезоне



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России