Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2022

გომელაური გოგაშვილის ბრალდებაზე: ჩვენც ვუსმენთ, პროკურატურაც, სუსიც, [თუმცა] კანონიერად

0
გომელაური გოგაშვილის ბრალდებაზე: ჩვენც ვუსმენთ, პროკურატურაც, სუსიც, [თუმცა] კანონიერად

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდში მისი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკანონოდ საქართველოში მოქალაქეებს არ უსმენენ და არც პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იღებდა ჩანაწერებს.

"ეს განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა სოსო გოგაშვილმა, სრული სიცრუეა, იქედან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვერ დაავალებდა მას, არ იცნობდა. როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა ადამიანს, რომელსაც არ იცნობდა. ან რა უნდა დაევალებინა?

მე არაფერს არ მავალებდა [ივანიშვილი], როგორ დამავალებდა?!. მართლა გეუბნებით უკანონო მოსმენებზე - გამორიცხეთ ეგ თემა, არ ხორციელდება. კანონით რაც არის, ეს არა მარტო კრებსებია, აუდიომოსმენა, აქ არის ოპერატიული მასალა უამრავი, რომელიც მოაქვს აგენტს - ეს რომ დაჯდეს და სუსის უფროსმა იკითხოს, ერთი კაცი ამას ვერ აუვა, ძალიან ზღვა ინფორმაციაა", - თქვა გომელაურმა.

მან გოგაშვილის კიდევ ერთ ბრალდებას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ორი ათასამდე ადამიანი ფარულად უსმენს მოქალაქეებს, ასე უპასუხა:

"შსს-ც უსმენს კანონიერად, უფლება აქვს კანონით მინიჭებული თავდაცვის სამინისტროსაც, სუსსაც, პროკურატურასაც, სასჯელაღსრულებას - აქვთ უფლება, აიღებენ განჩინებას და მოუსმენენ".

სოსო გოგაშვილის სახელით "ფეისბუკზე" დღეს, 15 სექტემბერს, კიდევ ერთი ბრალდება გავრცელდა ხელისუფლების მიმართ. მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, მოქალაქეებს უკანონოდ უსმენენ.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ "ოცნების" მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა "ნაცების" პერიოდს. ვუსმენდით და უსმენენ ყველას, მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს, განურჩევლად პოლიტიკური, რელიგიური და ა.შ მრწამსისა. ისმინება არამხოლოდ ე.წ. მთავარი ობიექტი, არამედ მისი ოჯახის წევრები და გარემოცვა, რადგან ყველა ერიდება [საკუთარ] ტელეფონში რაიმე მნიშვნელოვანის თქმას", - წერია გოგაშვილის მიმართვაში.

საზოგადოებაში მასობრივ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2021 წლის 13 სექტემბერს "სუსის ფაილების" სახელით ასობით დოკუმენტი გავრცელდა. მათი დიდი ნაწილი სასულიერო პირების კომუნიკაციას ასახავდა. ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებდნენ ამ ფაილებში ნახსენები ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტებიც.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ხელისუფლების მამხილებელ ინფორმაციას. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме





Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил всех социальных работников с профессиональным праздником



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Лариса Долина

Валерия, Лариса Долина, Владимир Пресняков и другие звезды примут участие в V юбилейном семейном форуме Леонида Агутина в Сочи




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

«Локомотив» готов рассмотреть продажу Баринова, футболистом интересуются клубы Испании, Франции и Турции


Андрей Ольховский

Экс-теннисист Ольховский: российские теннисисты выступили ниже ожиданий



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В центральный аппарат ведомства будет доложено о ходе расследования уголовного дела по факту умышленного причинения тяжкого вреда здоровью несовершеннолетнему в Москве



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России