კადიროვი: არ არის საჭირო კრემლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოლოდინი, ან პირიქით …
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის ომში დასახმარებლად რუსეთის რეგიონებს მებრძოლების “თვითმობილიზებისკენ” მოუწოდებს. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი Telegram-ზე წერს.
“რუსეთი არის ფედერალური სახელმწიფო, რომელშიც რეგიონები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი წამოწყების ინიციატორები. ერთ-ერთი ასეთი წამოწყება დღეს უნდა იყოს “თვითმობილიზაცია”. არ არის საჭირო კრემლის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოლოდინი, ან პირიქით, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრულის ლოდინი. რუსეთში შემავალი თითოეული სუბიექტის მეთაურმა დღეს უნდა დაამტკიცოს თავისი მზადყოფნა, დაეხმაროს სახელმწიფოს. ეს დახმარება უნდა გამოიხატოს არა სიტყვით გამოსვლებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით, რომლებიც დაეხმარება მებრძოლებს”. – წერს კადიროვი.
ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.