Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2022

„ნიკოლი მოღალატეა!“ - გაუძლებს თუ არა ფაშინიანი ახალ პოლიტიკურ დარტყმას

0
„ნიკოლი მოღალატეა!“ - გაუძლებს თუ არა ფაშინიანი ახალ პოლიტიკურ დარტყმას

სომხეთის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, გეგამ მანუკიანის დღევანდელ სიტყვებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკის გამო, სომხეთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას დიდი აყალ-მაყალი მოჰყვა.  

დაძაბულობა საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელებაა 14 სექტემბერს გამწვავებული პოლიტიკური კრიზისისა. წუხელ, ერევანში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციამ იფეთქა ათასობით ადამიანის მონაწილეობით და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. 

„ნიკოლი მოღალატეა! სომხეთი ნიკოლის გარეშე!“ სკანდირებდნენ ისინი.

სპონტანური დემონსტრაცია მოჰყვა ფაშინიანის სიტყვებს, რომელსაც წინ უსწრებდა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მძიმე შეტაკებები და ცნობები იმის შესახებ, რომ 100-ზე მეტი სომეხი სამხედროა დაღუპული. პრემიერმა თქვა, რომ მზადაა ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რის გამოც, შესაძლოა ბევრმა მოღალატედ შერაცხოს.

„მე ავიღე პასუხისმგებლობა, მივიღო რთული გადაწყვეტილებები მშვიდობისთვის, მაგრამ რთული გადაწყვეტილება არ ნიშნავს გადაწყვეტილებას სომხეთის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვინდა ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, რის გამოც ბევრი გაგვაკრიტიკებს, გვაგინებს, მოღალატეებს დაგვიძახებს, ხალხმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩვენი გადაყენება, მაგრამ ჩვენ მადლობელი ვიქნებით, თუ შედეგად მივიღებთ გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას 29 800 კვადრატულ კილომეტრზე“, - თქვა ფაშინიანმა.

ეს ტერიტორია სომხეთის მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მოიცავს და არა მთიან ყარაბაღს. ამის გამო, საზოგადოებამ ფაშინიანის განცხადება სადავო რეგიონის აზერბაიჯანისთვის სრულად დათმობად აღიქვა და ხალხი ქუჩაში გავიდა.

მოგვიანებით ფაშინიანმა ფეისბუკზე განმარტა, რომ „არც ერთი დოკუმენტი არ გაფორმებულა და არ იქნება ხელმოწერილი. ეს არის [ინტერპრეტაციები ყარაბაღის დათმობაზე -რ.თ.] საინფორმაციო დივერსია, რომელიც მიმართულია არამეგობრული გარე ძალების მიერ ქვეყნის მედეგობის გატეხისკენ“.

დღესვე ერევანში კონსულტაციებისთვის უმასპინძლეს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტს, არაიკ ჰარუტუნიანს. მან თავდაპირველად ფეისბუკზე დაწერა, რომ „მიუღებელია ყველა დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია არცახის აღიარება აზერბაიჯანის ნაწილად“. არცახი მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხური სახელწოდებაა.

15 სექტემბერს, ერევანში პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე რეგიონის სტატუსთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი არ განიხილება.

„ჩვენს კოლეგებთან საუბრისას მე პირდაპირ გავაჟღერე ყველა ჩვენგანის წუხილი, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ვერც ერთი დოკუმენტი ვერ შელახავს ჩვენი ხალხის უფლებას და მისწრაფებებს იცხოვრონ თავისუფალი და სუვერენული ცხოვრებით. სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ არცახის ხელისუფლებისა და ჩვენი მოსახლეობის მოსმენის გარეშე არც ერთი დოკუმენტს, რომელიც ეხება არცახს, არ მოეწერება ხელი“, - დაწერა ჰარუტუნიანმა ფეისბუკზე. 

რას ითხოვს ოპოზიცია ახლა?

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა. ისინი პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებენ იმაში, რომ დიდ დათმობებზე მიდის თურქეთთან და აზერბაიჯანთან, სომხეთის ინტერესების ხარჯზე. 

გეგამ მანუკიანი ერთადერთი ოპოზიციონერი იყო, რომელიც 15 სექტემბერს სხდომათა დარბაზში მივიდა და სიტყვით გამოვიდა. 

„სიტუაცია საშინელია, ბოლოს და ბოლოს გაიგეთ, რომ ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალია: ახალი მთავრობა, ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შეუძლია გამოვიდეს ამ სიტუაციიდან“, - განაცხადა მან.

მის გამოსვლას კი ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ურთიერთბრალდებები და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ახლა ოპოზიციური ფრაქციები ფაშინიანისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დასაწყებად ხელმოწერებს აგროვებენ. „სომხეთი“ და „მაქვს პატივი“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ორივე ფრაქციის 35-ვე დეპუტატის ხელმოწერა აქვთ, რაც იმპიჩმენტის პროექტის წარდგენისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა მინიმუმ 36. პრემიერ მინისტრის გადაყენებისთვის კი - სულ მცირე 54 ხმა. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ იმპიჩმენტს ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაუჭერენ მხარს.

„მუშაობა მიდის, ახლა ველოდებით კიდევ 18 დეპუტატის შემოერთებას“, - თქვა გეგამ მანუკიანმა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ იმპიჩმენტის პროცესს არ შეუერთდებიან.

ვინ ვინაა სომხეთის პოლიტიკაში?

მთიან ყარაბაღის გარშემო 44-დღიანი ომიდან წლინახევრის შემდეგ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო თანხმობას“ უპირისპირდებოდნენ მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთისა“ და მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მხარდაჭერილი „მაქვს პატივი“.

მმართველმა პარტიამ ხმების 53,92% მიიღო, ოპოზიციურმა „სომხეთი“ - 21,04%, ხოლო „მაქვს პატივი“ - 5,23%.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის ბოლოდროინდელი კვლევით, სომხეთში ყველაზე დიდი კეთილგანწყობით ნიკოლ ფაშიანიანი (53%) სარგებლობს. ქოჩარიანის მიმართ მოსახლეობის 23%-ია კეთილგანწყობილი, სარგსიანის მიმართ - 19%. 

თუმცა არჩევნების შედეგებს პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია მოჰყვა. 

ოპონირება ქუჩიდან

მიმდინარე წლის აპრილში ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო თანამეგობრობა სომხური მხარისგან მთიანი ყარაბაღის სტატუსზე მოლოდინის ზღვრის დაწევას ელის“. ოპოზიცია ქუჩაში გავიდა.

1-ლი მაისიდან ოპოზიციურმა პარტიებმა ერევნის ცენტრალურ ქუჩებზე გაშალეს კარვები და ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. გადადგომის   შემდეგ კი, ოპოზიციის გეგმით, უნდა შექმნილიყო  მთავრობა, რომელიც შეაკავებდა თურქულ-აზერბაიჯანულ აგრესიას; განაახლებდა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების სისტემას; აზერბაიჯანიდან დაიბრუნებდა სომეხ სამხედრო ტყვეებს და გამორიცხავდა არცახის ნებისმიერ სტატუსს აზერბაიჯანის შემადგენლობაში.

თუმცა საპროტესტო ტალღა, რომელსაც  ბევრი მხარდამჭერი არ გამოუჩნდა, დროსთან ერთად განელდა და ივნისში საბოლოოდ ჩაქრა. 

ამ პერიოდის შემდეგ, ოპოზიციონერ დეპუტატებს სომხეთის საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა აღარ მიუღიათ.





Губернаторы России
Москва

Собянин: Москва подписала ряд крупных соглашений на Петербургском форуме





Москва

РОСГВАРДЕЙЦЫ ЗАДЕРЖАЛИ МУЖЧИНУ С ПОДДЕЛЬНЫМИ ДОКУМЕНТАМИ В МОСКВЕ


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Благодаря модернизации театры Москвы создают уникальные декорации



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Денис Мацуев

В Екатеринбурге открылся фестиваль «Денис Мацуев представляет…»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве прошёл спортивный праздник для росгвардейцев

Спортивные тренировки и мастер-классы пройдут на летнем фестивале в Москве

Более 1 тыс человек стали участниками циркового шествия на выставке «Россия»


Янник Синнер

«Янника Синнера очень рано сравнивать с Роджером Федерером» // Тренер мужской сборной России по теннису Игорь Куницын — о главных событиях Roland Garros



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

США и Европа "подготавливают" Россию и Ближний Восток для переселений?!



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России