სად გამოიგონეს ჭადრაკი
ჭადრაკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია. გაეროს შეფასებით, დაახლოებით, 605 მილიონი ადამიანი მთელ მსოფლიოში ანუ მოსახლეობის 8% რეგულარულად თამაშობს მას. სპორტის ამ სახეობამ ნამდვილად გაუძლო დროს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, როდესაც გამოვიდა Netflix-ის სერიალი “დედოფლის გამბიტი”, რამდენიმე კვირაში eBay-ზე ჭადრაკის გაყიდვების რიცხვი 2015%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება წარმოშობას, ჭადრაკის სპეციფიკური წარმომავლობის მქონე ფენომენია. თუ თამაშის ასაკს გავითვალისწინებთ, რთული იქნება ზუსტად დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული პიროვნება, რომელსაც ამ თამაშის შექმნას მიაწერენ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ინდოეთში წარმოიშვა. ჭადრაკის ცენტრის მიხედვით, პირველი თამაში, მათ შორის ყველაზე ადრეული ცნობილი ვერსია, რომელიც თარიღდება 760 წლით, შეიცავდა ეტლსა და სპილოს ფიგურებს. ისინი საბოლოოდ შეცვალეს მღვდელმთავარმა და ეპისკოპოსმა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი ინდივიდი არ შეიძლება დასახელდეს ჭადრაკის გამომგონებლად, უძველესი ლეგენდა თამაშის შემქმნელად ასახელებს დიდ ვეზირ სისა ბენ დაჰირს. სიუჟეტის მიხედვით, მან პირველი საჭადრაკო დაფა აჩუქა ინდოეთის მეფე შირჰამს, მაგრამ ამ ვერსიის მხარდამჭერები, როგორც წესი, ირანიდან არიან და, შესაბამისად, შეიძლება არ იყვნენ სრულიად მიუკერძოებლები. ამიტომ დღესდღეობით ყველაზე მისაღებ ვერსიად ინდოეთი რჩება.
წყარო: livescience.com
ფოტო: unsplash.com