“თქვენ მე მაწუხებთ და აწუხებთ ჩემს შვილებს”, – ბლეიკ ლაივლი პაპარაცებს მიმართავს
ბლეიკ ლაივლიმ თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პაპარაცებს მიმართავს: “აქ არის ჩემი ფოტოები, თუ როგორ გამოვიყურები რეალურად ორსულობის პერიოდში. ასე, რომ იმ 11 ადამიანს, რომელიც ახლა ჩემი სახლის გარეთ დგას, ვთხოვ, მარტო დამტოვონ. თქვენ მე მაწუხებთ და აწუხებთ ჩემს შვილებს”, – მსახიობი განაწყენებულია იმის გამო, რომ მედია საშუალებები მუდმივად ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას და ავრცელებენ ბავშვების ფოტოებს.
წყარო: people.com
ფოტო: gettyimages.com