ალა პუგაჩოვა: გთხოვთ, ჩამწეროთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში
რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ იუსტიციის სამინისტროს მეუღლის, მაქსიმ გალკინის უცხო ქვეყნის აგენტად აღიარების შემდეგ, საკუთარი თავის ამ სიაში შეყვანა სთხოვა იუსტიციის სამინისტროს.
“გთხოვთ, ჩამწეროთ ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში, რადგან სოლიდარული ვარ ჩემს მეუღლესთან პატიოსან, წესიერ და გულწრფელ პიროვნებასთან, რუსეთის ნამდვილ პატრიოტთან, რომელსაც სურს სამშობლოს კეთილდღეობა, მშვიდობიანი ცხოვრება, სიტყვის თავისუფლება და მოჩვენებითი მიზნებისთვის ჩვენი ბიჭების დაღუპვის დასრულება …” – წერს ალა პუგაჩოვა სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, მომღერლის მიმართვა მყისიერად გავრცელდა Telegram-ის არხებით, სადაც ახლა აქტიურად განიხილავენ. მაგალისთისათვის ჟურნალისტმა მადონნა მურმა მას თანამედროვე დეკაბრისტის ცოლი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი და პაროდისტი გალკინი ფიზიკურ პირთა „უცხოური აგენტების“ რეესტრში პარასკევს შეიყვანა. რუსეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ის უკრაინის მიერ ფინანსდება.