რატომ არის იასამნისფერი სამეფო დიდებულების სიმბოლო
მეწამული ფერი საუკუნეების მანძილზე იყო ძალაუფლების, დიდებულების და სიმდიდრის სიმბოლო. დედოფალმა ელიზაბეტ I-მა ყველას აუკრძალა მისი ტარება, გარდა სამეფო ოჯახის ახლო წევრებისა. იისფერის ელიტარული სტატუსი გამომდინარეობს მისი წარმოებისთვის გამოყენებული საღებავის იშვიათობიდან და ღირებულებიდან.
იასამნისფერი ქსოვილი ადრე იმდენად ძვირი ღირდა, რომ მხოლოდ მმართველებს შეეძლოთ მისი გამოყენება. მეწამულის დასამზადებლად საჭირო საღებავს იძენდნენ ფინიკიის სავაჭრო ქალაქ ტვიროსში, თანამედროვე ლიბანში. ქსოვილით მოვაჭრეებმა საღებავი მიიღეს პატარა მოლუსკისგან, რომელიც მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში იყო ნაპოვნი.
ეს პროცესი უდიდეს შრომას მოითხოვდა, რადგან 9000-ზე მეტი მოლუსკი იყო საჭირო ერთი გრამი ტირიული მეწამულის შესაქმნელად. ვინაიდან, მხოლოდ მდიდარ მმართველებს შეეძლოთ ამ ფერის ქსოვილების ყიდვა და ტარება, ის ასოცირდება რომის, ეგვიპტისა და სპარსეთის იმპერიულ კლასებთან. იასამნისფერი სულიერებას და სიწმინდეს განასახიერებდა, რადგან უძველესი იმპერატორები, მეფეები და დედოფლები, რომლებიც ამ ფერს ატარებდნენ, ხშირად ღმერთებად ან ღმერთების შთამომავლებად ითვლებოდნენ.
წყარო: livescience.com
ფოტო: unsplash.com
