პირველი ქალი რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა
კოლონიურ ამერიკაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. 1647 წელს მარგარეტ ბრენტი, მერილენდის კოლონიიდან, ცდილობდა დაეცვა საკუთრების და ხმის მიცემის უფლება საკუთარი და ლორდ კალვერტის სახელით, მაგრამ ეს ფაქტი გუბერნატორმა უარყო. ალბათ, ასზე მეტი წელი უნდა გასულიყო იქამდე, ვიდრე ქალი ოფიციალურად მიიღებდა ხმის მიცემის უფლებას.
ლიდია ჩაპინი იყო პირველი ქალი კოლონიურ ამერიკაში, რომელმაც ეს მოახერხა და ისტორია შეცვალა. იგი მასაჩუსეტსში 1712 წელს დაიბადა. ლიდია იოშია ტაფტის ქვრივი იყო, რომელსაც მამულის მიწის მესაკუთრისა და გადასახადის გადამხდელის სტატუსი მიენიჭა. ამგვარად, იგი გახდა პირველი კანონიერი ქალი ამომრჩეველი ამერიკაში. მან 1756 წლის 30 ოქტომბერს მისცა ხმა აქსბრიჯში, მასაჩუსეტსში.
ამ ისტორიულ მოვლენას წინ უძღოდა საკონსტიტუციო ცვლილება ქალთა ხმის უფლების შესახებ. ლიდია 66 წლის ასაკში ამერიკის რევოლუციის დროს გარდაიცვალა.
წყარო/ფოტო: womenhistoryblog.com
