Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Сентябрь
2022

ევროკავშირის მინისტრებმა სასწრაფო შეხვედრა დანიშნეს რუსეთისთვის ახალ სანქციებზე სამსჯელოდ

0
ევროკავშირის დიპლომატები 21 სექტემბერს, გვიან საღამოს, გაეროს გენერალური ასამბლეის მსვლელობისას გამართავენ საგანგებო შეხვედრას, რომელზეც განიხილავენ პოტენციურ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - თქვა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა პრესკონფერენციაზე. 


ბორელის თქმით, ის ნიუ-იორკში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას იწვევს საიმისოდ, რომ კოორდინირება გაეწიოს ერთიან პასუხს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "მიუღებელ" მუქარებზე. 


მანამდე, 21 სექტემბერს პუტინმა გასცა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ბრძანება და თქვა, რომ მუქარა იმის შესახებ, რომ ის ყველა საშუალებას გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიის დასაცავად, "არ არის ბლეფი". მისი სიტყვები ფართოდ იქნა აღქმული მინიშნებად რუსეთის ბირთვულ არსენალზე. 


ბორელის თქმით, ევროპისთვის ატომური იარაღის გამოყენებით დამუქრება "არის რეალური საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის, და საერთაშორისო თანამეგობრობამ რეაგირება უნდა მოახდინოს". 


ევროკავშირის მინისტრებმა ეს საფრთხე უნდა განიხილონ, კიდევ ერთხელ უნდა განაცხადონ უკრაინის ურყევი მხარდაჭერა და "საერთაშორისო თანამეგობრობას შეატყობინონ ის მიუღებელი სიტუაცია, რომელსაც პუტინი ყველა ჩვენგანს გვიქმნის" - თქვა ბორელმა. ამასთან, მინისტრები იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა, და სანქციების საკითხიც "ნამდვილად იქნება დღის წესრიგში" - დასძინა მან. 


ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პუტინის აგრესიული სიტყვები მეტი სანქციის დაწესებას მოითხოვს. 


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პუტინის სიტყვები მხოლოდ ხმამაღალ მუქარად მიიჩნია, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, არ ვფიქრობ რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო. "არა მგონია მსოფლიომ მას ამ იარაღის გამოყენების საშუალება მისცეს" - უთხრა ზელენსკიმ გერმანიის გაზეთ Bild-ის სატელევიზიო სადგურს.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России