პესკოვის ვაჟი სამხედრო კომისარიატში „დაიბარეს" - ნიკოლაი პესკოვი სატელეფონო ხულიგნობას წამოეგო
„თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ იცით, რომ მე ვარ ბატონი პესკოვი, რამდენად სწორი იქნება ჩემი იქ ყოფნა... მოკლედ, ამას მე სხვა დონეზე გადავწყვეტ", - თქვა პესკოვის შვილმა. ნიკოლაიმ დასძინა: „ხვალ რომ წამიყვანონ - დამიჯერეთ, ეს არც თქვენ გვჭირდებათ და არც მე. სამშობლოს დაცვის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე უნდა მესმომდეს იქ გამოჩენის მიზანშეწონილობა, გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებს ვგულისხმობ".
21 სექტემბრის დილას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა და "უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით" ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის თქმით, საომარ სამსახურში გამოცხადებას დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც სარეზერვო ძალას შეადგენენ.
