ირანი მოითხოვს გარანტიას, რომ აშშ უერთგულებს აღდგენილ ბირთვულ შეთანხმებას
21 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, რაისიმ ილაპარაკა აშშ-ის მხრიდან ხელშეკრულების დატოვებაზე და თქვა, "ამ გამოცდილებით და ამგვარი პერსპექტივით, შეგვიძლია კი უგულებელვყოთ გარანტიის მნიშვნელოვანი საკითხი სიცოცხლისუნარიანი ხელშეკრულებისთვის?". რაისის თქმით, ირანი არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას, ან მოპოვებას.
ამავე დროს, რაისი შეეცადა დაეშოშმინებინა კრიტიკა 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის გარშემო - ამინი თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის და დაკავებიდან სამ დღეში გარდაიცვალა. რაისის თქმით, ირანი "უარყოფს ზოგიერთი მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების მიმართ გამოჩენილ გარკვეულ ორმაგ სტანდარტებს". სანამ არსებობს "ორმაგი სტანდარტი, როცა ყურადღება მხოლოდ ერთ მხარეს ექცევა და არა ყველას თანაბრად, ნამდვილი სამართალი... არ გვექნება. ... ადამიანის უფლებები ყველას ეკუთვნის, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ბევრი მთავრობა არღვევს უხეშად" - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
