Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

TI-ის შეფასებით, კორუფციის შესახებ ახალი კანონპროექტი ევრორეკომენდაციას არ უპასუხებს

0
TI-ის შეფასებით, კორუფციის შესახებ ახალი კანონპროექტი ევრორეკომენდაციას არ უპასუხებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი, რომლითაც "ანტიკორუფციული ბიურო" უნდა შეიქმნას, ევროკავშირის რეკომენდაციას არ უპასუხებს. ორგანიზაციის შეფასებით, დაგეგმილი რეფორმა თავს არ უყრის სხვადასხვა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას, არ უზრუნველყოფს რეალური დამოუკიდებლობის გარანტიის შექმნას და ხელს არ უწყობს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლას.

"ის გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში ამჟამად არსებული ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს ფუნქციების ცალკე სსიპ-ად გამოყოფას, რაც აცდენილია ევროკომისიის მოთხოვნას. გარდა ამისა, გამოცხადებული რეფორმა არ პასუხობს კორუფციასთან დაკავშირებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს – მაღალი დონის კორუფციის ზრდასა და სახელმწიფოს მიტაცების გაღრმავებას.

შესაბამისად, მხოლოდ შემოთავაზებული რეფორმის გატარება ვერ ჩაითვლება რეკომენდაციის შესრულებად, რამაც შეიძლება ქვეყანას დააკარგვინოს კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა", - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" აცხადებენ, რომ ევროკავშირის მეოთხე რეკომენდაცია შესრულდებოდა, თუ მმართველი პარტია ოპოზიციისა და ამავე ორგანიზაციის მიერ 2020 წელს ერთობლივად შემუშავებულ დოკუმენტს დაუჭერდა მხარს:

დამოუკიდებლობის გარანტია – "სააგენტოს ხელმძღვანელი შეირჩევა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ით, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას";

მაღალი დონის კორუფციაზე რეაგირება – "სააგენტო აღჭურვილია საგამოძიებო უფლებამოსილებით და მას პირდაპირ ევალება კორუფციასთან, მათ შორის მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა";

საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანება – "სააგენტო იქმნება ამჟამად სხვადასხვა ინსტიტუციებში გაფანტული ანტიკორუფციული საქმიანობით დაკავებული დეპარტამენტების გაერთიანებით (სუსი, აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების დეპარტამენტი, საჯარო სამსახურის ბიუროს ქონებრივი დეკლარაციების დეპარტამენტი)".

"2022 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ რჩება საკმარისი დრო იმისათვის, რომ სრულყოფილად დაკმაყოფილდეს საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ მიცემული რეკომენდაციები, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოუტანს და განამტკიცებს მის დემოკრატიულ მომავალს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის კანონპროექტზე მუშაობა დაამთავრა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიას 26 ოქტომბერს უთხრა, რომ პროცესი გამჭვირვალე იყო.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის კანდიდატურებს ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კომისია და თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის გაძლიერება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ქვეყანას სულ 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი.





Губернаторы России
Москва

Три из пяти участков новой трассы на юго-западе Москвы завершены — Собянин





Москва

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: В июне в Москве пройдет цикл мероприятий для собак и их владельцев



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Олег Лундстрем

Внучатый племянник Олега Лундстрема нашёл в Ульяновске свою кровь




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

САРАТОВСКИЕ СОТРУДНИКИ РОСГВАРДИИ ЗАНЯЛИ ПРИЗОВЫЕ МЕСТА НА ЧЕМПИОНАТЕ ПО СПОРТИВНОМУ ОРИЕНТИРОВАНИЮ

При поддержке MR Group прошел полумарафон «ЗаБег.РФ»

Бойцовская лига «Наше Дело» представит спортивную зону на Дне России


Уимблдон

Надаль пропустит Уимблдон из-за желания сыграть на Олимпиаде



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Українські новини

ОіБ - охорона і безпека: замовляй охорону в Харькові



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России