ნინო ახობაძე: …ბოლო-ბოლო რა თქვა ასეთი-ომისკენ მოგვიწოდა? ბოროტება ჩაიდინა? იძალადა?
0
ექიმი, სამედიცინო სამსახურის მაიორი, ნინო ახობაძე მსახიობ თამარ მაყაშვილის გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
მიუხედავად ჩემი დარდებისა და პრობლემებისა (ვის არა აქვს დღეს დარდი და პრობლემა)
ვცდილობ, როგორ გამომდის არ ვიცი-როცა აგრესია მომეძალება, აქაურობას გავეცალო ხოლმე;
არ მინდა ადამიანს, რომელიც მიყვარს-რაიმე ცუდი მივუწერო, გული ვატკინო
მერე მე მხდის ეს ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად და მოკლედ
ხანდახან შემოვიხედავ და მერე გავდივარ, ასე მემართება ხოლმე, მერე ისევ ვერ ვძლებ უთქვენოდ და ვბრუნდები.
—–
გუშინწინ შუაღამეს შემოვიხედე და დამხვდა თამარა მაყაშვილის სტატუსი-პატიებას ითხოვდა, ბოდიშს იხდიდა. ვერ მივხვდი-რა დააშავა, ჩავუყევი კომენტარებს და ვერ ვნახე ლინკი….
კომენტარებში ზოგი აწყნარებდა, ზოგი ზედ არწყევდა (((((
——
და აღმოჩნდა რომ
ადამიანმა უბრალოდ იხუმრა. კი ბატონო-უტაქტოდ, უხერხულად, მაგრამ-იხუმრა, და თან ტელევიზიაში…
ასე მიხუმრია ალბათ ათასჯერ, ან მეტჯერ, ნუ დაახლოებით ასე.
ესე იგი
რაც ამ ხუმრობას მოყვა (((((
ქალი ჩაწიხლეს, გაანადგურეს, რა არ ეძახეს!
“ბებერი ბოზიდან”-სოფლელების დამცინავ კეკელკამდე”
ამდენი შეურაცხყოფა მეგიზა ქარდავაზე არ წამიკითხავს, არავისზე არ წამიკითხავს არასოდეს, ათ წელზე მეტია ამ ქსელში ვარ ((((
“შენი გაზრდილი შვილიშვილი რა იქნებაო”!
“აჭარაში ფეხი არ ჩამოადგაო”!
ჩავწიხლოთო, დედა ვუტიროთო!…..
ერთი უწერდა “ენით დაკოდილი” წაიკითხეო, რჩევას აძლევდა!
და ენით თავად კი არ დაკოდეს, მოკლეს ლამის ადამიანი ((((
შემეშინდა ((((( მართლა, დედა მომიკვდეს ((((
——
რამდენიმეჯერ მიმიწვიეს ტელევიზიაში
არ წავედი.
ღმერთო, ოდესმე თუ გადავწყვეტ საჯაროდ ტელევიზიით გამოსვლას, გემუდარები არაფერი წამომცდეს ისეთი, მერე აქ მათრიონ და “ბებერი ძროხა” ან “უგულო ვირისტვინა” მეძახონ (((((
და ბოლოს:
აღდგომის დღეებში აქ რომ ვიღაცეები წამოიკვნესებენ ხოლმე-“მოლ, ვაიმეე რა კაიაა, თავისუფლად ვსუნთქააავთ”
აი მაგ სასტავზე მილიონი სტატუსი მაქვს დაწერილი და
ძალიან ვბრაზობ ხოლმე;
ანუ არავინ გაბედოს და დამაბრალოს რომ ვინც თბილისში არ ცხოვრობს, მათ ოდესმე დავცინებ!
მაგრამ
ვინც თამარას ეს ხუმრობა გადაიყვანა მის სიძულვილში არათბილისელების მიმართ, მათ ვურჩევ-საკუთარ კომპლექსებს მიხედონ.
რა გჭირთ ხალხო ((((
არასოდეს გიხუმრიათ უკბილოოდ?
მე-რამდენჯერაც გინდა!
ჩამქოლეთ აბა, მიდით ჰე!
——-
შორიდან ვიცნობ თამარას. ჩემი დის მეგობარია და რაც დავწერე, უბრალო ადამიანური თანადგომაა.
იმან ერთი თქვა და თქვენ?
რითი აჯობეთ ამ ქალს?
ტაქტიით?
(((((
თუ ზრდილობით? (((
იმან თუ საჯაროდ დააბრეხვა რაღაც
თქვენც საჯარო სივრცეში დაარწყიეთ, თან კოლექტიურად.
ბავშვები გვკითხულობენ!!!!
——
და ბოლოს
ჩემზე უფრო უხეირო ქრისტიანი არ მეგულება დედამიწაზე, არც ფრთები მეფხანება…
რა დაგემართათ ადამიანებო? ((((
ბოლო-ბოლო რა თქვა ასეთი-ომისკენ მოგვიწოდა?
ბოროტება ჩაიდინა?
იძალადა?