Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ნუგზარ წიკლაური: ერთობის ინიციატივა გულისხმობს პარტიების გაუქმებას, ახლა კი პარტიების გაუქმების დრო არ არის

0

არის განუხორციელებელი იდეა, რეალურად ლაპარაკია იმაზე, რომ ერთობის სახელით, ერთობის ხათრით გავერთიანდეთ იმიტომ, რომ სხვადახვა პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური ვნებები იქნას დაკმაყოფილებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ გაერთიანების შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ იდეაზე საუბრისას განაცხადა.

წიკლაურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტიაა და პატარა პარტიები ცდილობენ, რომ გახდნენ მისი ნაწილი.

„ყველასათვის ცხადია სურათი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არის დიდი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს დიდი მხარდაჭერა და მცირე პარტიათა ნაწილი ცდილობს, რომ გახდეს ამ ორგანიზმის ნაწილი, რათა შეძლოს თავიანთი მომავალი პოლიტიკური წარმატების მიღწევა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და შეკითხვაზე, მისი განცხადების გათვალისწინებით, ფიქრობს თუ არა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც სურს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელის გამოყენება, რათა პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა: „დიახ, მე მგონია, რომ მცირე პოლიტიკური პარტიები ახლა ეძებენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს“.

ასევე, ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, გაერთიანების შესახებ გაჟღერებული იდეა, ჩამოუყალიბებელი, შინაარს მოკლებული და „ამორფულია“.

„თვითონ ამ ინიციატივაზე უნდა გითხრათ, რომ ჩამოუყალიბებელიც არის, შინაარს მოკლებულიც და ამორფულიც თავისი ფორმით. ჯერ ერთი არ იყო საკმარისი კონსულტაციები იმისათვის, რომ ასეთი ინიციატივა საჯაროდ გაჟღერებულიყო. მე მესმოდა მეგობრების მხრიდან საუბრები, რომ ჰქონდათ კომუნიკაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სინამდვილეში ეს იყო ორი შეხვედრა. ერთი ნიკა მელიასთან, ფრაგმენტული საუბარი, სრულიად სხვა თემაზე შეკრებილები და მეორე, ერთ-ერთმა ჩემთან ისაუბრა ნიკა გვარამიას სასამართლოში მცირე ხნით. ეს არის ის ფორმა, რომელიც მათ აირჩიეს და უცნაური იყო.

თუ ვლაპარაკობთ ერთობაზე, მაშინ ლაპარაკი უნდა იყოს სრულ გაერთიანებაზე, ბევრი პოლიტიკური პარტიის, რომელთა ევროპულ მისწრაფებებში არავის არ ეპარება ეჭვი. ამ პოლიტიკური ინიციატივის ავტორებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ შემოფარგლული იყოს წრე. მეორეც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ინიციატივა გულისხმობს პოლიტიკური პარტიების გაუქმებას იმიტომ, რომ ბლოკები აღარ არსებობს და უნდა გაუქმდეს ყველა პარტია, უნდა აიღოს ახალი ნომერი ამ გაერთიანებამ ანუ პოლიტიკურ ისტორიაზე უარი უნდა თქვან პარტიებმა, რაც იქნება ურთულესად გადასადგმელი ნაბიჯი.

შესანიშნავი სიტყვაა ერთობა, მაგრამ ერთობას არ აქვს თავისთავადი ღირებულება. ერთობა მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ბევრი გარემოებებით პარტიები არიან დაკავშირებული, ადამიანები არიან დაკავშირებული და სწორედ ამ ერთობითაა წარმატების მიღწევა შესაძლებელი. მე არ ვფიქრობ, რომ ახლა პარტიების გაუქმების დროა და არ ვფიქრობ, რომ იმიტომ მივდიოდით ევროპული დემოკრატიისკენ მრავალფეროვნებისკენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ვთქვათ, არა, უნიფიკაცია არის ახლა მთავარი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურმა გადაცემაში პოლიტიკური პარტიების მიერ პარლამენტის დატოვების თემაზეც ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი დროა საჭირო.

„პოლიტიკურმა პარტიებმა გადადგეს ნაბიჯი, ისინი შევიდნენ პარლამენტში და პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩებოდა სრულად იზოლირებული ყველანაირი პოლიტიკური პროცესიდან და მაშინ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებასაც სიმართლე გითხრათ მე არ ვეთანხმებოდი და ვფიქრობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ უნდა შეენარჩუნებინა ის პოზიცია, რაც ჰქონდა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებას გავაგებინოთ, ეს ხელისუფლება არ ფლობს ლეგიტიმაციას.

რაც შეეხება ახლა, ამ პოლიტიკურ ეტაპზე, მე მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, მაგრამ ამ გადაწყვეტილებისთვის არის შესაბამისი დრო საჭირო. ერთია, როდესაც შევედით პარლამენტში და მეორეა კონკრეტული პოლიტიკური დრო, როდესაც შესაძლოა გახმოვანდეს სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებები. ისინი არ ასრულებენ 12 პუნქტს, პირდაპირ მიდიან ევროპის წინააღმდეგ და სულ რამდენიმე თვეში გახდება ევროპული საზოგადოების პოზიცია ცნობილი ამასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, მნიშვნელოვან წილად ჩვენი გადაწყვეტილების, შესაძლებელია თუ არა ამ პარლამენტში კვლავ დარჩენა, განმაპირობებელი იქნება.

არ შეწყვეტილა ამაზე არასოდეს საუბარი, ეს არის აქტუალური თემა და ყოველთვის მიმდინარეობს საუბარი. ახლა ერთადერთი რაზეც ვართ შეთანხმებულები არის ის, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება სჭირდება მკაფიო პოლიტიკური მომენტი, როდესაც ის სასარგებლო იქნება ქვეყნისთვისაც და იმ პოლიტიკური ძალისთვისაც, რომელიც დგამს ამ ნაბიჯს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

 





Губернаторы России
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля





Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» правит миром, расшифровал «ДНК В.И.Ленина», отменяет налоги. И… отключает институты времени. Разгадка «научных теорий заговоров».


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин объявил о начале сборки «Москвича» по технологии полного цикла



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

Брейн присоединился к СКА. Баста выложил фото с ним: «Приветствуем Сергея в нашей большой семье»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Турнир по бильярдному спорту «Кубок Мэра Москвы» продлится до 18 мая в столице

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро

В Москве пройдет Братский кубок с "Динамо", ЦСКА и сербскими "Партизаном" и ОФК


Даниил Медведев

Тарпищев: нельзя Медведева назвать главным претендентом на золото Олимпиады



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Новые городские проекты в сотрудничестве с парком Юрия Лужкова готовит Фонд Юрия Лужкова



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России