Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ნიკოლოზ წულუკიძე – ”ქეთო და კოტე” – ჯვრისწერის სცენა, რომელიც ცენზურის გამო ფილმიდან ამოიღეს

0
”ქეთო და კოტე” – ჯვრისწერის სცენა, რომელიც ცენზურის გამო ფილმიდან ამოიღეს. ბათუ კრავეიშვილი და მედეა ჯაფარიძე. უკან ედიშერ მაღალაშვილი. 1948 წელი.
კოტე ჯვარს იწერსო!..
74 წლის წინანდელ ფოტოზე ულამაზესი პატარძალი სანთლით ხელში, ნეფის გვერდით დგას საკურთხეველთან. ჯვრისწერის ცერემონიალს ერთი-ორად ალამაზებს მისი ღვთაებრივი მშვენიერება. სახეგაბადრული სიძე თითქოს ბოროტ მაჭანკალზე გამარჯვებას ზეიმობს და სურს ჯვრისწერის დასრულებისთანავე ღვთაებრივი ხმით უმღეროს უკვე მეუღლეს, ულამაზეს სატრფოს. კადრში ყველა მსახიობს ისეთი ღიმილი გადაჰფენია სახეზე, რომ მინდა, «ღიმილის ფოტო» დავარქვა. მსახიობთა ჟესტები იმდენად დინამიკურია, რომ გონებაში მთელ ფილმს აცოცხლებს, მაგრამ ეს კადრი ფილმში არც კი შესულა, რითაც საზეიმო
განწყობის პირველი და უმთავრესი რგოლი დააკლდა უკვდავ კინოჰიტად ქცეულ «ქეთო და კოტეს». ფოტოზე სწორედ ამ ფილმის მთავარი პერსონაჟების ჯვრისწერის სცენაა ასახული, რომელიც საბჭოთა კინოცენზურას შეეწირა. არადა, ფილმში მთავარი გმირების სიყვარულის გადარჩენაში სწორედ ჯვრისწერა თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ ამ კადრებს მაყურებლის თვალის შევლება არ ეღირსა. კომუნისტებმა სხვა ფრაგმენტებთან ერთად მთლიანად ამოჭრეს ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი. ეტყობა, საბჭოთა ცენზორებს არ სურდათ საზოგადოებისთვის ჯვრისწერის «საზიანო» მაგალითი მიეცათ. მიაჩნდათ, რომ მაყურებელი მიბაძავდა კინოგმირებს და როგორც სატრფოს სარკმელთან სიმღერასა და აივანზე გადაძრომას, ეკლესიაში დაქორწინების «მავნე» ჩვევასაც გადაიღებდა. იმ დროისთვის ხომ ქალთა უმრავლესობა ისედაც ცდილობდა ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს დამსგავსებოდა, მამაკაცები კი ბათუ კრავეიშვილივით რომანსებად იღვრებოდნენ სატრფოების აივნებთან.
კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საცავში ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის ცერემონიალის ამსახველი ორი უნიკალური ფოტო ინახება. ფოტოები სასწაულებრივად გადარჩენიათ ცენზორებს. სავარაუდოდ, ვიღაცამ საგანგებოდ შეინახა, რომ მავანს თვალში არ გასჩხეროდა.
კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ფოტო და ნეგატივების ფონდის მცველი მარინა გოძიაშვილი: – ფილმი 1948 წელს არის გადაღებული. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ჯვრისწერის კადრები ამოჭრეს. ახლახან ექსპონატების აღრიცხვა თავიდან დავიწყეთ და მოულოდნელად აღმოვაჩინეთ ეს უნიკალური კადრები. არც ერთი მათგანი არასდროს არ გამოქვეყნებულა, ცხადია, არც ფოტოგამოფენებზე ყოფილა წარდგენილი. ფოტოები კარგად არის შენახული. წინა პლანზე ჩანან ბათუ კრავეიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე».
იმის გამო, რომ ფილმში მონაწილეთაგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ვერ დავადგინეთ, რომელ ტაძარში გადაიღეს ჯვრისწერა. ვერც მღვდლის როლის შემსრულებლის ვინაობა გავიგეთ. როგორც ლაშა და მედიკო თაბუკაშვილები ამბობენ, ქალბატონ მედეასაც არაფერი აქვს ნათქვამი მოგონებებში ამ ეპიზოდების გადაღების თაობაზე. მეტიც, სავარაუდოდ, მან არც იცოდა, თუ ეს ფოტოები არსებობდა. თუმც, რომც სცოდნოდა, დიდად არ დაინტერესდებოდაო, ამბობს მსახიობის ვაჟი. მსახიობს, რომლის სილამაზესაც უამრავი ქალი შენატროდა, ფოტოების გადაღება არ ჰყვარებია. ამდენად, მედეა ჯაფარიძის ოჯახისთვის ეს ფოტოები სიურპრიზი აღმოჩნდა.
ლაშა თაბუკაშვილი იგონებს: «დედა ძალიან კრიტიკული იყო თავის ფოტოების მიმართ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გადაღებაც არ უყვარდა. ამიტომაც ძალიან ცოტა ფოტო გვაქვს შემორჩენილი როგორც მისი შემოქმედების, ისე პორტრეტების სახით და ესეც უფრო ჩემი მეუღლის, მედიკოს დამსახურებაა. მან მოიპოვა ბევრი მათგანი, დედას მეგობრების ოჯახებში დაეძებდა ფოტოებს».
ლაშა თაბუკაშვილის თქმით, ვახტანგ ტაბლიაშვილმაც კი არ იცოდა, რომ ფილმი ჯვრისწერის სცენის გარეშე გავიდოდა. ამიტომაც როგორც დამდგმელი, ისე შემოქმედებითი ჯგუფისთვის უსიამოვნო სიურპრიზი ყოფილა ულამაზესი კინოფილმის «ქეთო და კოტეს» პრემიერა. – ნიკოლოზ წულუკიძე




Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня в Москве парковки будут бесплатными





Москва

Америкой и Европой сенсационно управляет Гольфстрим. Научная сенсация!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о планах развития Мнёвниковской поймы



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Тарифы работы Пиар Менеджера.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом хочет приобрести вингера

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»


Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России