Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება „ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება იქნება“

0

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს. როგორც „ხალხის ძალა“ განცხადებაში აღნიშნავს, მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება იქნება.

მათივე შეფასებით, „გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს“.

„გასული თვეების მანძილზე, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ კითხვებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდა თუ არა ის მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და სხვა ქმედებებს, რომლებსაც საელჩოს კეთილგანწყობით თუ დაფინანსებით მოსარგებლე პოლიტიკოსები და „ენჯეოები“ სრულიად ღიად და დაუფარავად ახორციელებდნენ. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებაში გაჩენილიყო რწმენა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოში ომის გაჩაღების მცდელობასთან საელჩოს კავშირი არ ჰქონდა, თუმცა პასუხად მივიღეთ კითხვების იგნორირება და უხეში შეურაცხყოფა, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის სწორედ რომ საპირისპირო სიგნალის გაგზავნას ნიშნავს.

თუმცა, დღეს ელჩის რეაქციის ამ ასპექტზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არ აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინება და მეორე მხრივ, იმ მოდელის მკაფიო ილუსტრაცია, რომლის დანერგვასაც ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ და რომელსაც ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან და თავისუფლების იდეასთან არავითარი საერთო არა აქვს.

ლიბერალიზმი თავისუფლების იდეას ეფუძნება და მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სწორედ გამოხატვის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა იყოს. გარდა ამისა, ლიბერალიზმის იდეას თვისებრივად ეწინააღმდეგება ნებისმიერი მცდელობა, აგრესიული ტოტალური კამპანიით სცადო საზოგადოებისთვის ისეთი იდეების თავს მოხვევა, რომლებიც მისთვის თვისებრივად მიუღებელია.

არსებობს ცნობილი „ოვერტონის მეთოდი“, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი, საზოგადოებისთვის თუნდაც რადიკალურად მიუღებელი იდეა ჯერ მის ყურს შეგიძლია შეაჩვიო, შემდეგ ასატანის, ხოლო მოგვიანებით – მისაღების კატეგორიაში შეგიძლია გადაიტანო, ბოლოს კი, ის არათუ მოსაწონ და პოპულარულ იდეად შეგიძლია აქციო, არამედ ნებისმიერი, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, საღი აზრის მტრადაც კი შეგიძლია გამოაცხადო.

სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ცდილობენ ე.წ. ლიბერალები მსოფლიო მასშტაბით და საქართველოში ისეთი იდეების აგრესიულად დანერგვას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლა და სხვ. პრაიდის ჩატარება-არჩატარება, პრაქტიკულად, ქვეყნის ცივილიზებულობის მთავარ საზომად აქვთ გამოცხადებული. კონკრეტულ ქვეყნებში ბავშვებს მშობლის თანხმობის გარეშეც კი აძლევენ სქესის შეცვლის შესაძლებლობას, შემოაქვთ ნეიტრალური სქესის ცნება, ხსნიან სპეციალურ საბავშვო ბაღებს ე.წ. ლგბტ ბავშვებისთვის და ა.შ. და ეს ყველაფერი ხდება პროგრესულობის სახელით, ყველა იმ ადამიანს კი, რომელიც ამ აგრესიულ კამპანიას უპირისპირდება, მყისიერად პროგრესის მტრისა და ჩამორჩენილის იარლიყს აწებებენ.

ამგვარი მიდგომა საწინააღმდეგო აზრისა და ოპონენტის მიმართ, ზოგადად, ნებისმიერ რადიკალურ იდეოლოგიას ახასიათებს. ასე მოქმედებდნენ ბოლშევიკებიც, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში, საკმაოდ დიდი წარმატებით, თავს პროგრესულ კასტად, ხოლო ოპონენტებს რეგრესულად მოაზროვნე ადამიანებად ასაღებდნენ. საუკუნის წინ, მათ მოახერხეს და საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში გიგლა ბერბიჭაშვილი პროგრესულად მოაზროვნე, ხოლო ილია ჭავჭავაძე რეგრესულად მოაზროვნე ქართველად წარმოაჩინეს. ზოგადად, ნებისმიერი რადიკალური იდეოლოგია სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ ის ბნელის ელიტარულად წარმოჩენის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი თავისებურებებით გამოირჩევა დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიაც, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იდეოლოგიური მიმდინარეობაა. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას საქართველოში პროპაგანდას უწევენ კომპლექსებით დამძიმებული რადიკალები, რომლებიც სწორედ ამ იდეოლოგიის გამოყენებით, საზოგადოების რაციონალური და ზომიერი სეგმენტის მიმართ საკუთარი ყალბი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობენ.

როგორც ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ჯავაჰარლალ ნერუ ამბობდა, არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა. სწორედ ეს ფსევდოელიტა, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ინტელექტთან და ჭეშმარიტ განათლებასთან, დგას დღეს ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდის ავანგარდში, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს „დესამშობლოიზაცია“ და ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებებისგან საზოგადოების სრულად დაცლაა.

ჩვენ ვართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგი და მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული. ასევე, ხელშეუხებელი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრება და მასში ჩარევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. სწორედ ამ სულისკვეთებით დავუჭირეთ, თავის დროზე, მხარი ანტიდისკრიმინაციულ კანონს. გარდა ამისა, ქართველებს შემწყნარებლობა არავისგან გვესწავლება და კონსერვატიული შეხედულებების ფონზე, სხვისი პირადი ცხოვრების, რწმენის თუ მსოფლმხედველობის პატივისცემას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის სათანადოდ ახერხებდა.

თუ რაიმეს შეუძლია საქართველოში შემწყნარებლობის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება, ეს სწორედ ის აგრესიული პროპაგანდაა, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აწარმოებენ. მათი აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მათ, როგორც ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მყოფი ძლიერი ინსტიტუტი, საკუთარი აგრესიული იდეოლოგიის ბუნებრივ ოპონენტად ესახებათ და შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით, მას აქტიურად ებრძვიან.

ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.





Губернаторы России
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства





Москва

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин поздравил победителей городского конкурса в сфере культуры и искусства



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Баста

Остров Бастой: норвежская тюрьма для особо опасных преступников и мечта каждого заключенного




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Американский боксер Глэнтон прогулялся по центру Москвы

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве


Ролан Гаррос

Российская теннисистка Самсонова вышла в 3-й круг Открытого чемпионата Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России