კონსტანტინე გამსახურდია: ვუსამძიმრებ ეროვნული მოძრაობის და ხელისუფლების ყველა მომხრეს სამშობლოზე ზრუნვით დამაშვრალი მარიკა აბაიშვილის გარდაცვალებას
0
“მარიკა აბაიშვილი, გაზეთი „თავისუფალი საქართველოს“ და შემდგომ „საქართველოს რესპუბლიკის“ მთავარი რედაქტორი, სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდეგ კანონიერების აღდგენის და წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე. თანამებრძოლი და მეგობარი.
ვუსამძიმრებ ეროვნული მოძრაობის და ხელისუფლების ყველა მომხრეს და გულშემატკივარს ჭკვიანი, მაღალი ინტელექტით დაჯილდოებული, სამშობლოზე ზრუნვით დამაშვრალი, საქმის ერთგული მარიკას გარდაცვალებას. განუსვენოს უფალმა,” წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსეში.