Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ზურაბ გურული: რა უნდა შესთავაზოს ამაზე მეტი და განსხვავებული ოპოზიციამ? რატომ არ არის „ოცნება“ პრო-დასავლური?

0
“ორი თვის წინ, 2022 წლის აგვისტოში, ამერიკულმა Pew Center-მა (არაპარტიული, აპოლიტიკური, კვლევათა ცენტრი, რომელიც შეისწავლის სოციალურ, დემოგრაფიულ, სახალხო მოსაზრებების პოპულარულ მიმდინარეობებს – „ტრენდებს“) გამოაქვეყნა 15 კომპონენტიანი სია იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ ამერიკელი ამომრჩევლების მთავარ პრობლემებს ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ. სია ასე გამოიყურებოდა: 1. ეკონომიკა; 2. იარაღის ფლობა, ე.წ. მეორე შესწორების საკითხები; 3. კრიმინალი; 3. ჯანდაცვა; 4. არჩევნებზე ხმის მიცემის წესები; 5. განათლება; 6. უზენაესი სასამართლო; 7. აბორტები; 8. ენერგეტიკული პოლიტიკა; 9. იმიგრაცია; 10. საგარეო პოლიტიკა; 11. გაბერილი სახელმწიფო სტრუქტურები; 12. კლიმატის ცვლილებები; 13. რასიზმი;
14. ეთნიკური პრობლემები; 15. კორონავირუსი.
ეს არის ის საკითხები, რომლებიც აღელვებს საშუალო-სტატისტიკურ ამერიკელ ამომრჩეველს და რომელთა გადაწყვეტის გეგმებსაც წარადგენენ მათ წინაშე ამერიკელი პოლიტიკოსები. პრიორიტეტების სიის პირველი საკითხი – ეკონომიკა, წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური არჩევანის მთავარ საკითხსაც.
ამ სიის გააზრება საჭიროა იმისათვის, რომ დაახლოებით წარმოდგენა გვქონდეს, რა მიმართულებით განვითარდება ამერიკული და ბრიტანული საგარეო პოლიტიკა, რადგან სწორედ ისინი განსაზღვრავენ მსოფლიოს მთავარი პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებებსაც.
საინტერესო იქნებოდა ანალოგიური სია შემდგარიყო საქართველოშიც, რათა პოლიტიკოსებს გაეაზრებინათ ქართული საზოგადოების პრიორიტეტები. ამის გარეშე შეუძლებელია ამომრჩევლებთან მუშაობა.
ერთი შეხედვით, ამერიკული პრიორიტეტების სია კომიკურიცაა, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის როლსა და ადგილს პლანეტის ცხოვრებაში; მაგრამ სია კარგად აჩვენებს, რომ საშუალო-სტატისტიკური ამერიკელი ამ როლს ვერ აცნობიერებს და არც აინტერესებს. რამდენად გონივრულია ეს, სამართლიანი და ა.შ., ამაზე ჰიპოთეტური მსჯელობა პრაგმატული ჭრილიდან სრული უაზრობაა. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს არაფერი შეცვლის. როგორც ხედავთ, ამერიკელ ამომრჩეველს სრულიად არ აინტერესებს სლოგანი-„პაკეტი“- „ამერიკა მსოფლიო დემოკრატიის ჩირაღდანია“, აქედან გამომდინარე ყველა ვალდებულებითა და პასუხისმგებლობით.
ისინი ამ „პაკეტს“ ზუსტად ისეთივე გულმოდგინებით „ხსნიან“ და ათვალიერებენ, როგორც საშობაო საჩუქრებს.
-ჩვენ გვინდა ევროპა!- ეს ზოგადი ლოზუნგი-მოწოდება ძალიან ბუნდოვანია საშუალო-სტატისტიკური ქართველისათვის, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები შეეცადნენ ამ ჭრილიდან აეხსნათ მათთვის ევროპასთან დაახლოების სიკეთეები. თანაც, თუ ყველა საჭირბოროტო საკითხს, იქნება ეს ეკონომიკა, განათლება, ემიგრაცია და ა.შ., ერთ პაკეტში შევკრებთ და ამ პაკეტს „ევროპისაკენ სწრაფვას“ ვუწოდებთ, მისი დისკრედიტაციაც ადვილი ხდება. მაგალითად, ბრმადმორწმუნე მრევლისათვის ცნება „ევროპა“ ავტომატურად ნიშნავს გარყვნილებას და ანტირელიგიურობას. შესაბამისად, ისინი ასევე ბრმად, მაგრამ მტკიცედ ეწინააღმდეგებიან მთელ „პაკეტს“ ისე, რომ არც კი ცდილობენ მის „გახსნას და შიგ ჩახედვას“.
ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ამ „პაკეტის“ ირგვლივ მოინდომეს ამომრჩევლების გაერთიანება. „ოცნებამ“ ძალიან მალე „აახია“ ე.წ. „პრო-დასავლურობის“ ტრენდი ენმ-ს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ხალხი ხედავს, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები ძველებურად დაიარებიან საქართველოში; გამუდმებით საუბრობენ მჭიდრო პარტნიორობაზე; გულუხვად ჩამოაქვთ ნაირნაირი ფინანსური პაკეტები და თანამშრომლობენ სამთავრობო სტრუქტურებთან. რა უნდა შესთავაზოს ამაზე მეტი და განსხვავებული ოპოზიციამ? რატომ არ არის „ოცნება“ პრო-დასავლური?
ასე დაკარგა ოპოზიციურმა სპექტრმა მთავარი ნიშა, ფუნქცია, დანიშნულება.
ახალი ტრენდი, რომელიც ოპოზიციამ ამჟამად აირჩია, ექსკლუზიურად უკრაინის მხარდაჭერაზე გადის. უკრაინის საკითხი ისევ შეიფუთა ერთ „პაკეტად“. „ოცნებამ“ თავისი გამჭრიახი სტრატეგიის მეშვეობით უცებ აქცია ეს პაკეტი რუსეთთან დაპირისპირების ტრენდად და მომენტალურად გაანეიტრალა ოპოზიციური სპექტრის მორიგი ფაფხური. ცხადია, უკრაინის მხარდასაჭერი „პაკეტი“ მოიცავს საქართველოს პოლიტიკურ თავისუფლებასაც, ახალ მძლავრ პოტენციურ პარტნიორობასა და მეგობრობას, ახალ ეკონომიკურ კავშირებსა და პრიორიტეტებს; მთავარი მტერის განეიტრალებას და ა.შ., მაგრამ აქვს კი საშუალო-სტატისტიკურ ქართველს ამ „პაკეტის“ შიგთავსში ჩახედვისა და გარკვევის თავი და ინტელექტი?
ინტელექტუალურობაზე ხაზგასმა საწყენი არ არის; როგორც ხედავთ, საშუალო-სტატისტიკური ამერიკელის ინტელექტიც არაფრით აღემატება ქართულს.
რამდენადაც კომიკურად არ უნდა მოგვეჩვენოს, „ოცნებისაგან“ ე.წ. „განდგომილების ფრაქციის“ შექმნაც კი საკმაოდ ორიგინალური იდეაა და იმაზე ეფექტური, ვიდრე გვგონია; მითუმეტეს, არავინ იცის რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები ახლო საზღვარგარეთში. ომი მართლაც არავის სურს და ომის ყველას ეშინია.
თითქოს ალოგიკურია, მაგრამ ასევე თვალსაჩინოა ტრენდი, რომელიც ქართული ოპოზიციური სპექტრის შედარებით ინტელექტუალურ სპექტრს აქვს არჩეული.
-არ არის საჭირო გულახდილად საუბარი; არ გვინდა მოვისმინოთ სიმართლე, თუ ეს დემორალიზაციას გამოიწვევს-. ამ ტრენდით ისინი აჩუმებენ და ერთგვარ მძევლებად აქცევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სიტუაციის რეალისტურ ანალიზს. არადა, ეს ყალბი ბრავადა უკვე არაერთხელ ჩავარდა სამარცხვინოდ არჩევნებზეც და არჩევნების მიღმაც. ბუნებრივია, როდესაც არ გაქვს რეალური სურათი, მაშინ ჰოლოგრამის ლანდებში გიწევს ბორიალი.
შესაბამისად, ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი და მათი ამომრჩევლები ერთმანეთის მძევლები არიან; ერთმანეთის ეშინიათ. შიში გამორიცხავს გულახდილობას და გულწრფელობას. ასე იქმნება მუდმივი ყალბი რეალობა, რომელიც ჩაკეტილი განზომილებაა,” – წერს სოციალურ ქსელში მისისიპის შტატის დედაქალაქ ჯექსონის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.




Губернаторы России
Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы





Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Москва-Пекин. Собянин в Китае подписал соглашение о сотрудничестве



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Сергей Брановицкий

Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча


WTA

Россиянка Людмила Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России