Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

სტრასბურგის სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძეზე – საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს, შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა

0

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაჩენი გამოიტანა.

სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უსამართლო იმის გამო, თუ როგორ მოიპოვეს მთავარი მტკიცებულება. კერძოდ, ის ამტკიცებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც მკვლელობის „მომზადების“ მტკიცებულებად გამოიყენეს, მას ჩემოდანში ჩაუდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების გარანტიას იძლევა, ის არ ადგენს რაიმე წესს მტკიცებულების დასაშვებობის შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საკითხია. სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ აღმოჩენილი ნივთიერება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობოდა განმცხადებლის განაჩენი.

კერძოდ, განმცხადებლის დამნაშავედ ცნობისას, შიდა სასამართლოები დაეყრდნენ I.M.-ს მიერ მიცემულ მტკიცებულებებს, სხვა მოწმეთა ჩვენებებს, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და კომპიუტერულ მონაცემებს, რომლებიც მრავალმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იყო ავთენტური და სხვა მტკიცებულებები. ამ გარემოებების გათვალისწინებით ეროვნული სასამართლოების უფლებამოსილებაში იყო განეხილა, არსებობდა თუ არა საკმარისად ძლიერი მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, იყო თუ არა მომჩივანი დამნაშავე „მკვლელობის მომზადებასთან“ დაკავშირებით.

ამ გარემოებებში, სასამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში სამართალწარმოება მთლიანობაში, არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში.

სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი, გიორგი მამალაძე, არის საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1984 წელს და ცხოვრობს თბილისში (საქართველო). შესაბამის დროს ის იყო დეკანოზი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო კლინიკის დირექტორი. საქმე ეხება ბატონ მამალაძის წინააღმდეგ 2017 წელს ბერლინში ყოფნისას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის პირადი მდივნის მკვლელობის დაგეგმვის საქმეს. ის იმ დელეგაციის შემადგენლობაში იყო, რომელიც ბერლინში სამკურნალოდ გამგზავრებულ პატრიარქს ახლდა. ბატონი მამალაძე საბოლოოდ ცნეს დამნაშავედ „მკვლელობის მომზადებაში“. ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-2 პუნქტის (უდანაშაულობის პრეზუმფცია) საფუძველზე, ბატონი მამალაძე ჩივის, რომ მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო საკვანძო მტკიცებულებასთან – ბერლინის რეისზე მის ჩემოდანში აღმოჩენილ ციანიდთან – დაკავშირებით და რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენებეს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მისი სასამართლო პროცესის საზოგადოებისთვის დახურვასთან დაკავშირებით არ იყო აუცილებელი და რომ საჯარო მოხელეების განცხადებები, გაუმჟღავნებლობის ვალდებულება და საქმის მასალების გავრცელება ხელს უწყობდა დამნაშავედ მის წარმოჩენას.

გარდა ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.

“სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი, რომელიც ამართლებდა სისხლის სამართლის პროცესის სრულად დახურვას. კერძოდ, მას არ სურდა საკუთარი პირადი ცხოვრება საზოგადოებისგან დაფარული ყოფილიყო და საქმის მასალებში არსებული სხვა პირადი ინფორმაცია არ იყო ისეთი, რომ სასამართლო პროცესის სრული დახურვის გარანტია გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, არავის პირადი ცხოვრების დეტალები არ იყო განხილული სასამართლო მოსმენებზე და არ იყო წარმოდგენილი გადაწყვეტილებებში. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая





Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Антонио Вивальди

Вивальди под небом




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В УФСИН России по Республике Дагестан прошли лично-командные соревнования по легкой атлетике

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


WTA

Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосхе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Моргенштерн

Шоумен Барецкий: у нас с Моргенштерном будет концерт 28 июня



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России