Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ

0

შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

როგორც პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის სახელზე შეწყალების თაობაზე უფლებამოსილების გამოყენების თხოვნით, წერილი მომზადდა, რომელიც მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას ეყრდნობა.

„მიგვაჩნია, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით შეწყალების თაობაზე. შესაბამისი გზავნილით, თხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებაზე, ოპოზიციური პარტიები და პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ხელმომწერნი მიშელის შეთანხმების. იმ შეთანხმების, რომელმაც საკუთარ მთავარ ამოცანად ქვეყანაში დეპოლარიზაცია განსაზღვრა და რომლის შეთანხმებაშიც მონაწილეობდა უშუალოდ ქალბატონი პრეზიდენტი. გვსურს მივმართოთ ამ შეთანხმების სულისკვეთებით და ვთხოვთ, გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება. ასევე მზად ვართ, შევხვდეთ პირადად და გავაცნოთ საკუთარი არგუმენტაცია, თუ რატომ მიგვაჩნია დღეს ეს საკითხი ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად.

ასევე ვგეგმავ, დღეს კომუნიკაცია მქონდეს მიშელის კაბინეტთან ბრიუსელში, რომელსაც ასევე გავაცნობ არგუმენტაციას, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გამოსავლის მოძებნა, მათ შორის შეწყალების გზით, რათა არ შეფერხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ კიდევ ერთხელ არ მივიღოთ იმის მსგავსი ძალიან დიდი დარტყმა, როდესაც ერთხელ უკვე ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ამ მიზნით სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები და პოლიტიკოსები მოაწერენ ხელს შესაბამის წერილს ქალბატონი პრეზიდენტის სახელზე და უკვე წერილის შინაარსს ხელმოწერებით, გაგაცნობთ, როგორც კი საბოლოოდ იქნება მზად ხელმოწერები“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს კანონპროექტი არათუ ვერ შეასრულებს ევროკავშირის მოთხოვნას, რაც დეოლიგარქიზაციას ეხება, არამედ უარეს შემთხვევაში, შეიძლება ქვეყანაში გახდეს რეალურად პოლიტიკური დევნის ახალი ინსტრუმენტი.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ თავი შევიკავეთ კანონპროექტის მხარდაჭერისგან, თუმცა, როგორც ვამბობდით, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკმარისი ხმები. მან აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ კანონპროექტზე, ის იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ შედეგებზეც, რაც ამ კანონპროექტის მიღებას მოჰყვება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველაფერი, რაც აცდენილია ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების გზას, ამ პარლამენტში ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი ვერ იქნება და მათ შორის არის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელსაც დღეს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა“, – განაცხადა სამადაშვილმა.





Губернаторы России
Москва

Собянин: В этом году к проекту «Открой#Моспром» присоединился один миллион человек





Москва

Музей Победы ко Дню медика открыл новую площадку


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин рассказал о новом вольере для снежных барсов в Московском зоопарке



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

VK Fest

Планы на выходные 15 – 16 июня: VK Fest в Сочи и продолжение «Бриджертонов»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

В Москве вручили премию МУЗ-ТВ — 2024

Роман Костомаров поучаствовал в боксерской тренировке в Москве

Московские школьники завоевали четыре медали на престижной Международной олимпиаде


WTA

Самсонова вышла в четвертьфинал турнира WTA в Хертогенбосе



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Пробыл час: Чернышев приходит на могилу Заворотнюк каждые выходные



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России