ოლექსი დანილოვი: რუსეთში ძალაუფლების ფუნქციები გადაეცა კადიროვის სადამსჯელო რაზმებს და პრიგოჟინის მსჯავრდებულებს
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალაუფლებაზე კონტროლის დაკარგვის ეტაპზეა, რადგან ის სწრაფად გადადის კრიმინალური ჯგუფის ხელში.
„კრემლი კონტროლის დაკარგვის ეტაპზეა. რუსეთის ფედერაციაში ძალაუფლება სწრაფად გადადის კრიმინალური ტერორისტული ჯგუფის ხელში, ძალაუფლების ფუნქციები გადაეცა კადიროვის სადამსჯელო რაზმებს და პრიგოჟინის მსჯავრდებულებს.
რუსეთის ფედერაცია გახდა ტიპური წარუმატებელი სახელმწიფო. შემდეგი იქნება – დესტაბილიზაცია, დემონტაჟი, დეპუტინიზაცია“, – წერს დანილოვი.