რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრს" ახალი სარდალი დაუნიშნეს
კრემლმა გენერალ-მაიორი ალექსანდრ ლინკოვი დანიშნა უკრაინაში დისლოცირებული ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარების სარდლად.
მანამდე გენერალი ლინკოვი ამავე სამხედრო ოლქის საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს ედგა სათავეში. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ახალ თანამდებობაზე იგი ჯერ „სარდლის მოვალეობის შემსრულებლის“ სტატუსში იმუშავებს.
უფრო ადრე საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ თანამდებობიდან გადააყენეს ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალია და უკრაინაში მოქმედი რუსეთის ჯარების ჯგუფს „ცენტრის“ სარდალი ალექსანდრ ლაპინი. მაგრამ რუსეთის სამხედრო სარდლობას აღნიშნული ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ზაფხულში ვლადიმერ პუტინმა ლაპინს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. თუმცა, შემდეგ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის არაერთი სერიოზული მარცხის შემდეგ, პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი, გენერალ ლაპინს მკვეთრი კრიტიკით დაესხნენ თავს.