Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ოკუპირებული ცხინვალის პარლამენტში პირველად გააკრიტიკეს გაგლოევის ხელისუფლება

0
ოკუპირებული ცხინვალის პარლამენტში პირველად გააკრიტიკეს გაგლოევის ხელისუფლება

ხუთშაბათს, 3 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სხდომაზე რუსეთის ფედერალური ხაზინის შემოწმების აქტი განიხილეს. დოკუმენტი ოკუპირებული ცხინვალის საბიუჯეტო ორგანიზაციების შემოწმებას ეხება.

ე.წ. დეპუტატმა დავით სანაკოევმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ხაზინის აუდიტმა ჩაატარა ორი შემოწმება, რამაც დარღვევები გამოავლინა, თუმცა, სანაკოევის თქმით, მათ აღმოსაფხვრელად სამუშაოები დღემდე არ მიმდინარეობს. სანაკოევმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ადგილზე დასაქმებული პირების გამო ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსური ზარალი ადგება.

„იმ მოქალაქეების გამო, რომლებიც ერთდროულად იკავებენ ხუთ-ექვს თანამდებობას, ბიუჯეტი განიცდის ფინანსურ ზარალს. ვფიქრობ, პარლამენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ ან ცალკეულმა სამინისტროებმა და დეპარტამენტებმა დაიცვან კანონის ის ნორმები, რომლებიც ახლა ირღვევა და ამ საკითხზე იმუშაონ. ჩვენ გათავისუფლება უნდა დავიწყოთ არა დამლაგებლებით და მძღოლებით, არამედ ხელმძღვანელებით. თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რომ რომელიმე მინისტრი ან მოსამართლე არის თანამდებობების შემთავსებელი“, - განაცხადა სანაკოევმა.

დე ფაქტო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, პეტრ გასიევმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სათანადო მუშაობა არც ამჟამინდელი და არც წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ ჩაატარეს.

„სულ 20-25 ათასი საბიუჯეტო თანამშრომელი გვყავს და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ სწრაფად მოაგვაროთ საკითხი სამსახურების შემთავსებელთა შესახებ, მაგრამ ამ მიმართულებით სათანადო მუშაობა არ მიმდინარეობს და პრობლემასთან ბრძოლაც ზემოდან უნდა დაიწყოს და არა ექთნებისა და დამლაგებლების დონეზე“, - განაცხადა გასიევმა.

პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ალან ალბოროვმა დასძინა, რომ „რუსეთის აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების შემდეგ, ოთხი წელია არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა, მაგრამ დღევანდელი ვითარება განსხვავებულია - მკაცრი ზომები იქნება მიღებული. ფედერალური ხაზინის ინსპექტირების აქტმა გამოავლინა პრობლემები, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო ზომები მათ მოსაგვარებლად. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სამსახურების შემთავსებელთა საკითხის გადაჭრა ზემოდან უნდა დავიწყოთ. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ხელმძღვანელებმა, პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორში და ბევრ სხვა სამინისტროში საკუთარი თავით უნდა დაიწყონ, მოიხსნან ეს გადაჭარბებული ხელფასები და არ იყოს ასეთი განსხვავება დირექტორსა და მედდის ხელფასს შორის“.

ოთხი წლის წინ რუსეთის ფედერაციის სახაზინო აუდიტმა ოკუპირებული ცხინვალის საბიუჯეტო ორგანიზაციები შეამოწმა და დარღვევები შესაბამის აქტში ასახა. დე ფაქტო ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ეს აქტი ე.წ. დეპუტატებს დაუმალა და საიდუმლო გრიფი დაადო, ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტარებმა არაერთხელ გამოთქვეს პროტესტი. ხელისუფლებაში ალან გაგლოევის მოსვლის შემდეგ აქტი გასაჯაროვდა და აღმოჩნდა კორუფციული გარიგებების და თანამდებობის პირების მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მიერ სხვადასხვა სამსახურების შეთავსების უამრავი შემთხვევა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტს აზარალებდა. მიუხედავად იმისა, რომ გაგლოევი მე-6 თვეა ხელისუფლების სათავეშია ამ პრობლემას ვერ ჭრის და ე.წ დეპუტატებმა უკვე მისი კრიტიკაც დაიწყეს.





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин подвел итоги Московской олимпиады школьников





Москва

V Общероссийская конференция «Устойчивое развитие этнокультурного сектора» представит калейдоскоп успешных практик в сфере социального проектирования


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин принял решение о расширении мер поддержки промпредприятий



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Желдорреммаш

На Улан-Удэнском ЛВРЗ прошел конкурс «Лучший по профессии 2024»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Молитесь, друзья»: сын олимпийского чемпиона Ивана Стретовича погиб во время родов в Новосибирске

Бонгонда: стадион и база «Спартака» — мои любимые места в Москве

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»


ATP

Сумасшедший матч «Реала», Медведев опустился в рейтинге ATP. Главное к утру



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Кажетта Ахметжанова

Мистический Тибет: путеводитель по местам силы от Кажетты Ахметжановой



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России