ხვიჩა კვარაცხელიამ პოლიციაში სარჩელი შეიტანა - ფეხბურთელს ნეაპოლში მანქანა მოჰპარეს
ნეაპოლში, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს. „კორიერე დელო სპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძარცველები „ნაპოლის“ ქართველი ტალანტის სახლში ღამით შეიპარნენ, მაშინ, როდესაც ფეხბურთელს ეძინა და მისი კუთვნილი ავტომობილი, „Mini Countryman“ მოიპარეს.
წყაროსვე ცნობით, კვარაცხელიამ დანაშაულის შესახებ დილით შეიტყო და უკვე საჩივარიც შეიტანა პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ კი, გუნდის ტრადიციულ ვარჯიშზე გაემგზავრა. „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება - 5 ნოემბერს სტუმრად უნდა დაუპირისპირდეს მეორე ადგილზე მყოფ „ატალანტას“, რომელსაც ხუთი ქულით უსწრებს.