სასარგებლო ჩვევები წარმატების მისაღწევად
ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ წარმატება მხოლოდ დიდი კარიერული მიღწევებით, ქონების დაგროვებით, მდიდრული მანქანის შეძენით ან რამე სხვა მატერიალური ფორმით გამოიხატება. თუმცა ასე ნამდვილად არ არის. წარმატება პროგრესია, რომელსაც განვიცდით და რომლის დროსაც ვართ უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ.
წარმატება, პირველ რიგში, საკუთარი საქმის სიყვარულს და თავდადებას მოითხოვს. თუ რაღაცას მხოლოდ შედეგის მისაღწევად აკეთებთ და ეს საქმე სიამოვნებას არ განიჭებთ, მაშინ სასურველის მიღწევა გაგიჭირდებათ. ამიტომ ინტერესი პირველი და უმთავრესი ინგრედიენტია, რომელიც წარმატების ხარისხს განსაზღვრავს.
ამ რეცეპტის მეორე უმნიშვნელოვანესი პომპონენტი არის შრომა. იღბალი მას უღიმის, ვინც საკუთარი ოცნებისთვის იბრძვის. შრომისა და საკუთარი საქმისთვის ბრძოლის გარეშე ღირსეული და დამსახურებული შედეგი არ მოდის. ამიტომ ეცადეთ ყოველ დღე, თუნდაც უმნიშვნელო, ნაბიჯი გადადგათ. არ დაიზაროთ, შეითვისოთ ახალი ცოდნა და გამოცდილება.
რამდენად პათეტიკურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, უნდა იყოთ კეთილი და გულუხვი. გულუხვობა კი დადებითი ენერგიის და მხარდაჭერის გაცემაში გამოიხატება. თუ სხვა ადამიანების წარმატებას პატივს არ სცემთ და გგონიათ, რომ ყველაფერი კარგი მხოლოდ თქვენთვის უნდა იყოს, მაშინ ვერ გახდებით იმაზე უკეთესი, ვიდრე ხართ. წარმატებული და შემდგარი ადამიანი სხვებს ყოველთვის უწევს დახმარების ხელს, რამდენადაც ეს შეუძლია.
ნუ შეგეშინდებათ შეცდომების დაშვების და დიდი იდეების. თუმცა გახსოვდეთ, რომ დიდი იდეების განხორციელებას პატარა ნაბიჯები სჭირდება და ზოგჯერ მოთმინება ყველაზე მნიშვნელოვანია. უბრალოდ კი არ ელოდოთ, აკეთეთ თქვენი საქმე და მოითმინეთ შედეგის დადგომამდე.
წყარო/ფოტო: Life Hack