11 ფილმი მარტოსულობასთან გამკლავების გზებზე
ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველა ადამიანს უგრძვნია თავი მარტოსულად. განმარტოება და საკუთარ თავზე დაკვირვების პროცესი აუცილებელიც კია, რათა უკეთ გავერკვეთ საკუთარ სურვილებში, მისწრაფებებში და ფასეულობებში, თუმცა სხვა რამაა, როდესაც თავს მარტოსულად ვგრძნობთ.
პიროვნებას, შესაძლოა, ირგვლივ უამრავი მეგობარი, ახლობელი ან ოჯახის წევრი ჰყავდეს, თუმცა მარტოსული იყოს და დროთა განმავლობაში ამის გამო საკუთარ თავში ჩაიკეტოს. რასაც იგი იზოლირებამდე მიჰყავს. დეპრესია ადამიანს ატყუებს და აიძულებს, დარჩეს რაც შეიძლება დიდხანს უძრავ, გაყინულ მდგომარეობაში.
ასეთ დროს გვეჩვენება, რომ პრობლემა მხოლოდ ჩვენ გვაქვს და ამის გამო რაღაც დიდ დანაკლის განვიცდით, თითქოს გვგონია, მხოლოდ ჩვენ ვართ სამყაროს ნაკლი. ეს, რა თქმა უნდა, არასწორი და ტოქსიკური ფიქრებია. როდესაც სხვებს ვუზიარებთ საკუთარ ემოციებს და ისინი ემპათიურად არიან განწყობილნი ან აღმოვაჩენთ, რომ მათაც განუცდიათ იგივე, მაშინვე გვეცვლება წარმოდგენები და ვიწყებთ ბრძოლას მდგომარეობის შესაცვლელად.
ეს ფილმები დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს. როგორც კი ჩვენი პიროვნების მიმართ გულწრფელ, ჯანსაღ სიყვარულს ვისწავლით, თავს მარტოსულად აღარ ვიგრძნობთ.
- თარგმანში დაკარგულები
- ის
- ველური მარწყვები
- მოხატული პირბადე
- ველურ პირობებში
- მთვარე
- ტაქსის მძღოლი
- ადელაინის ასაკი
- ოლდბოი
- შუქურა
- ამელი
წყარო/ფოტო: Happier Human