ისრაელში არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია იმარჯვებს
ისრაელის პრემიერ – მინისტრმა იაირ ლაპიდი ოპოზიციის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.
ლაპიდმა განაცხადა, რომ მან პრემიერის ოფისის ყველა დეპარტამენტს დაავალა, მოემზადებინათ ძალაუფლების მოწესრიგებული გადაცემა.
„ისრაელის სახელმწიფო ყველა პოლიტიკურ მოსაზრებაზე მაღლა დგას. ნეთანიაჰუს წარმატებებს ვუსურვებ ისრაელის ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს საკეთილდღეოდ“ , – განაცხადა ლაპიდმა.
სამშაბათს ისრაელში ბოლო სამი წლის განმავლობაში მეხუთე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შემდეგ, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ 25-ე ქნესეტში ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქცია ბენიამენ ნეთანიაჰუს პარტიას ექნება. ნეთანიაჰუს პარტია ქნესეტში სავარაუდოდ, 120-დან 65 ადგილს დაიკავებს.