შალვა პაპუაშვილი: აღფრთოვანებული ვარ, რომ ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის არტისტად მესამე ვადით აირჩიეს
0
აღფრთოვანებული ვარ, რომ ელისო ბოლქვაძე იუნესკოს მშვიდობის არტისტად მესამე ვადით აირჩიეს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მისი პროფესიონალიზმი და ენერგიულობა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებას, მშვიდობასა და კულტურას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა.