საქართველოში გამოქცეული დაღესტნელი დების გამო მაჰაჩყალის პოლიციამ ერთ-ერთი კაფეს სტუმრები გამოკითხა
დაღესტნიდან საქართველოში, ოჯახში ძალადობის გამო, გამოქცეული დების შესახებ, მაჰაჩყალის პოლიციის განყოფილებაში კაფე" Дом 15“-ის თხუთმეტი სტუმარი გამოკითხეს.
რადიო თავისუფლების პროექტი კავკაზ რეალიი უფლებადამცველ სვეტლანა ანოხინაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოკითხვის შემდეგ ყველა მათგანი, პოლიციის განყოფილებიდან გვიან ღამით გამოუშვეს .
უფლებადამცველის განმარტებით, მაჰაჩყალის ცენტრში მდებარე კაფე „Дом 15“-ს ადგილობრივი პოლიცია „არაფორმალების“ შეკრების ადგილად მიიჩნევს. კაფეში ლგბთქ+ თემის წარმომადგენებლები და ხელისუფლებისგან განსხვავებული სოციალურ0- პოლიტიკური შეხედულებების მქონე ჯგუფის წარმომადგენლები იკრიბებიან,
პოლიციის განყოფილებაში კავკაზ რეალიის კითხვებს, იმ არგუმენტით არ უპასუხეს რომ - „გუშინ სხვა ცვლა მორიგეობდა“. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოცემის კითხვეს არ უპასუხა, რის გამოც რედაქციამ უწყებას ოფიციალური წერით მიმართა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პოლიცია კაფე „Дома 15“-ის სტუმრებით ინტერესდება.აგვსტოში, მუქარის გამო, გადაიდო კაფეში დაგეგმილი ფესტივალიც.
დაღესტნელ გოგოებს, რომლებიც ოჯახში ძალადობას საქართველოში გაექცნენ, მალე მესამე ქვეყანაში გადაიყვანენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას 31 ოქტომბერს უთხრა ალექსანდრა მიროშნიკოვამ, უფლებადამცველი ორგანიზაცია СК SOS-ის პრესმდივანმა.
დაღესტნის სოფელ ხაჯალმახის მკვიდრმა ოთხმა დამ ხადიჟატ და ფატიმატ ხიზრიევებმა, ამინატ გაზიმაგომედოვამ და ფატიმატ მაგომედოვამ, რომლებიც ოჯახურ ძალადობას გაექცნენ 30 ოქტომბერს საქართველოში შემოსვლა შეძლო. მანამდე ისინი ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს სამართალდამცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.
კრიზისულ ცენტრ SOS-ის ინფორმაციით, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას უწევს, ახალგაზრდა ქალები ახლა საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ გოგონების ახლობლები დაჰპირდნენ, რომ მათ საზღვრის გადაკვეთისას ოჯახის სხვა წევრები შეხვდებოდნენ.