Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

ხატია დეკანოიძე: ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე, მიშას წონა არის დრამატული

0

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ კლინიკა “ვივამედში” ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან ტემპერატურა აქვს და წონაშიც საგრძნობლად დაკლებულია.

“მიხეილ სააკაშვილი დაახლოებით, 3 კვირაა არ მინახავს, მაშინაც ძალიან, შესამჩნევად გამხდარი იყო. ახლა უფრო დაკლებულია, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამხდარია, ეს თვალშისაცემია. იცით, რომ ვირუსი ჰქონდა, ახლა გამოჯანმრთელებულია, მაგრამ დღეს ტემპერატურა ჰქონდა და აქვს უკვე ძალიან დიდი ხანია, როგორც ექიმები საუბრობენ. დღეს დილიდან 38.5 ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან საყურადღებო ამბავია”, – განაცხადა დეკანოიძემ და დასძინა, რომ რამ გამოიწვია ტემპერატურა, ექიმებმა არ იციან.

დეკანოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის „ტრანსფერი არის აუცილებელი, ყოველგვარი დრამატიზმის გარეშე, მიშას წონა არის დრამატული”.

მისი თქმით, ხელისუფლებამაც იცის, თუ როგორ არის მიხეილ სააკაშვილი და უნდა ესმოდეს, რა შედეგი შეიძლება დადგეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება.

“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საყურადღებო და მეტსაც გეტყვით, ფაქტია, რომ ეს ადამიანი ამ კლინიკაში არის ძალიან დიდი ხანია, უბრალოდ, ვერ გამოჯანმრთელდა და არ აქვს ის შედეგი, რომელსაც მთელი ქვეყანა ველოდით. ერთადერთი ჰუმანიტარული გამოსავალი არსებობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, მაშინ აქ გამოჯანმრთელდებოდა, რაც სამწუხაროდ, არ ხდება. ამიტომ, ჩემი პოზიცია იგივეა. მისი ჯანმრთელობა უარესდება. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რა შედეგი შეიძლება დადგეს, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის თქმით, სააკაშვილთან შეხვედრისას უკრაინაზე, პირად საკითხებზე და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე ისაუბრეს, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

“სუსტად არის, ვისაუბრეთ უკრაინაზე ძალიან ბევრი, ძალიან გულშემატკივრობს უკრაინას, როდის აიღებენ ხერსონს უკრაინული ჯარები. დიდი იმედი აქვს, რომ ძალიან მალე აიღებენ, ეს იყო ჩვენი განხილვის მთავარი თემა, პირად საკითხებზეც ვისაუბრეთ. სწუხს ნიკა გვარამიაზე. მითხრა, არ მქონდა იმედი რაღაც განსაკუთრებული რომ მოხდებოდაო. სერიოზული წუხილი აქვს იმის გამო, რაც ახლა ხდება”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მან აღნიშნა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე არ უსაუბრიათ.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как можно посетить экскурсии в зданиях посольств разных стран





Москва

Национальный конгресс по регенеративной медицине впервые пройдет в Санкт-Петербурге: ученые и врачи обсудят достижения и перспективы развития регенеративной биомедицины


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Сергей Собянин. Главное за день



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Антонио Вивальди

30 мая «Времена года» Антонио Вивальди прозвучат в Эрмитаже




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Сергей Лёвкин: в Митине завершат возведение физкультурно-оздоровительного комплекса

Полезные приложения для поклонников спортивной ходьбы

Никакой магии! В спортивном прогнозировании не бывает безусловных выигрышных стратегий


Карен Хачанов

Теннисист Хачанов вышел в третий круг "Мастерса" в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Биржа грузоперевозок ATI.SU» запустила сервис «Выгодные направления»



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России