ბრიტანეთის და პოლონეთის ლიდერების თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დაშინება არ გაუვა
Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ცნობას, რომ პარასკევს, 4 ნოემბერს საუბარი გამართეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა და მისმა პოლონელმა კოლეგამ, მატეუშ მორავიეცკიმ.
სუნაკი და მორავიეცკი შეთანხმდნენ, რომ არ უნდა შეწყდეს რუსეთისთვის ძლიერი სიგნალის გაგზავნა იმის შესახებ, რომ დაშინება არ გაუვა, განაცხადა სუნაკის ოფისმა. განცხადების თანახმად, სუნაკმა სატელეფონო საუბრისას მორავიეცკის უთხრა: "აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავების მცდელობის ფარგლებში, ბრიტანეთი ზრდის თავისი ძალების პოტენციალს და კიდევ უფრო გააქტიურდა ბალტიის რეგიონში „გაერთიანებული საექსპედიციო ძალების“ ფარგლებში.
Reuters-ს მოჰყავს განცხადების ფრაგმენტი, სადაც წერია, რომ ორივე შეთანხმდა, რომ „აუცილებელია, პუტინს მუდმივად გაეგზავნოს მძლავრი სიგნალი იმის შესახებ, რომ დაშინება არ გაუვა".