Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2022

მოლაშქრე გოგო ქართული სოფლების კვალდაკვალ – ნანა აროშიძის მოგზაურობა

0

ნანა აროშიძე 31 წლის ქართველი მოგზაურია. იგი ოზურგეთის რაიონ სოფელ კონჭკათში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში ცხოვრობს. ნანა პროფესიით ბუღალტერია. პანდემიის პერიოდში გადავიდა დისტანციური მუშაობის წესზე. შესაბამისად, საქმის შესრულებას მოგზაურობის დროსაც ახერხებს.

ძირითად დროს და ენერგიას საქართველოს გაცნობას უთმობს. თითოეულ კუთხეს 3-4 კვირით სტუმრობს, რათა ხალხს დაუახლოვდეს და სოფლები უკეთ დაათვალიეროს.

ნანა, პირველად როდის აღმოაჩინე საკუთარ თავში სურვილი და მისწრაფება იმისა, რომ გინდოდა აქტიური და მრავალფეროვანი ცხოვრების სტილი გქონოდა?

მე უბრალოდ ჩემი ოცნების ახდენას ვცდილობ. მოგზაურობა იმისთვის არ დამიწყია, რომ განსხვავებულად მეცხოვრა. საქართველოს სოფლები მინდა შემოვიარო. ბევრი ოცნებობს ამაზე, თუმცა ან გამბედაობა არ ჰყოფნით, ან დრო არ აქვთ და ვერ ახერხებენ. მე გამბედაობა ჩემმა სალაშქრო გამოცდილებამ მომცა, თავიდან მეგობრებთან ერთად დავდიოდი, მერე თანდათან მივეჩვიე და ნელ-ნელა უფრო რთულ სოლო ლაშქრობებში წასვლაც ვცადე.

სად იმოგზაურე პირველად და როგორი შთაბეჭდილებებით იყო სავსე ეს თავგადასავალი?

ახლა რა სტილითაც ვმოგზაურობ, ანუ 3-4 კვირა თითოეულ კუთხეში, ასე სვანეთში ვიყავი აგვისტოში. ეგ იყო ჩემი პირველი დიდი მოგზაურობა. 175 კმ გავიარე ფეხით 3 კვირაში, აქედან ნახევარი – სრულიად მარტომ. დიდი გამოცდილება და ძალა მომცა ამ ლაშქრობამ. ახლა უფრო გაბედულად მივდივარ სხვა ადგილებშიც.

სვანეთი გამორჩეული კუთხეა ჩემთვის და პირველად ამიტომ ავირჩიე ის. ვფიქრობ, ქართველს თუ სვანეთი ნანახი არ აქვს, ძალიან ბევრს კარგავს. მე ვაპირებ, ყველა სეზონზე ავიდე იქ და დავანახო ყველას, რომ ეს მხარე ჩვენი განსაკუთრებული სიყვარულის ღირსია.

ნანა, თუ შეიძლება გვიამბო, როგორია შენი მოგზაურობის ერთი დღე?

ყველა დღე განსხვავებულია ხოლმე. სადაც საშუალება მეძლევა, კარვით დავდივარ. თუ ძალიან ცივა, სასტუმროებში ვრჩები. ხან საერთოდ ოჯახები მეპატიჟებიან ღამის გასათევად. მოკლედ რომ გავაერთიანო, რომელიმე ახალ სოფელში სტუმრობისას, ვეძებ ადგილობრივ მოსახლეობას. ვესაუბრები, თუ როგორ ცხოვრობენ, რამდენი ოჯახია სოფელში, რა არის იქ სანახავი, რათა არაფერი გამომრჩეს და შემდეგ მიღებული ინფორმაციის მიხედვით ვადგენ მარშრუტს.

რას ეძებ ადგილებში, რომლებსაც სტუმრობ. ვგულისხმობ, რა არის შენი მოგზაურობის მიზანი?

ჩემი მოგზაურობის მიზანია, გავიცნო საქართველოს ყველა სოფელი, შემოვიარო ფეხით და აღვწერო ისინი, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნიკალური ადგილების შესახებ ვუამბო.

როგორ გხვდებიან ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში?

თავდაპირველად ცოტა გაოცებულები არიან. ზოგი არასერიოზულად აღიქვამს ჩემს მისწრაფებას, თუმცა ასე, ძირითადად, გზად შემხვედრი ხალხი იქცევა. ადგილობრივები ყოველთვის სითბოს გამოხატავენ, მას შემდეგ, რაც იგებენ, რომ მათი კუთხის გასაცნობად ვმოგზაურობ. ხშირად მეპატიჟებიან სადილად, ყავის დასალევად ან ღამის გასათევად.

შენი ბლოგის შესახებ რომ გვიამბო. როდის გაჩნდა იდეა, რას განათავსებ და რა მიზანი აქვს ამ წამოწყებას?

ჩემი ბლოგის ამუშავება დავიწყე მარტში. ამისათვის Instagram პლატფორმას ვიყენებ. როგორც უკვე აღვნიშნე, სოფლებში უნიკალური ადგილების შესახებ ვაგროვებ ინფორმაციას და მათ ხალხს ვუზიარებ. ამას ვიდეოების და ფოტოების საშუალებით ვაკეთებ. ასევე 4 წლის განმავლობაში დაგროვილი მასალაც მაქვს განთავსებული.

ვფიქრობ, ეს ბლოგი ხალხს ძალიან დაეხმარება. რადგან არ მახსენდება სხვა მსგავსი ქართული წამოწყება, რომელიც ადამიანებს დეტალურ ინფორმაციას და რჩევებს აწვდის ლაშქრობის და მისი წესების შესახებ.

ქვეყნის გარშემო მარტო მოგზაურობას დიდი გამბედაობა, ენთუზიაზმი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიცოცხლის განსაკუთრებული სიყვარული სჭირდება. რისგან იღებ ამ ენერგიას, რა არის შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა?

ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ბუნების სიყვარული. მთისგან ვიღებ უდიდეს ენერგიას. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მათ ვესაუბრები კიდეც, როდესაც მარტო დავდივარ. სვანეთში ბოლო 8 დღე ფეხით შეუსვენებლად ვიმოგზაურე. თითქმის 80 კმ გავიარე, თუმცა, დაღლასაც კი ვერ ვგრძნობდი. ეს საოცრად დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ქვეყნის გარდა, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე თუ გიფიქრია?

რა თქმა უნდა, ამაზე მიფიქრია, თუმცა იქამდე, მინდა ჩემი ქვეყნის გაცნობის პროცესი დავასრულო. კიდევ 1 წელი მჭირდება, რათა ყველა კუთხე შემოვიარო. საზღვარგარეთ რამდენიმე ქვეყანაში უკვე ვიყავი. მოგზაურობას, ალბათ, მომავალში დავგეგმავ.

როდესაც შენზე ინფორმაციას ვეცნობოდი, შენს ვიდეოებს და ფოტოებს გადავაწყდი და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა გამახსენდა „დაიჭირე წამი“. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად გამოგდის, როგორია შენთვის სიცოცხლის ერთი წამი და რა გინდა ყველაზე მეტად რომ მასში ჩაეტიოს?

თითოეული წამი მინდა იყოს ისეთი, რომ სიცოცხლის ძალა და ენერგია მომცეს. როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, როდესაც ჩემი ლაშქრობის ვიდეოებს ვუყურებ, მაშინვე კარგად ვხდები. ჩემი ცხოვრება მაბედნიერებს. ეს მრავალფეროვნება, თავისუფლება უდიდეს მოტივაციას მაძლევს. ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გიყვარდეს ის, ვინც ხარ და ის, რასაც აკეთებ.

ნანა, რა არის და სად არის შენთვის თავისუფლება?

თავისუფლება იწყება შიშების დაძლევით. შიში ყველაზე დამაბრკოლებელი ფაქტორია, რომელიც ხელს გიშლის მიზნების მიღწევაში. ძალიან ხშირად მეკითხებიან, „არ გეშინია“? როდესაც ეს საქმე დავიწყე, პირდაპირ დიდ სიმაღლეებს არ შევჭიდებივარ. მერე უკვე გამოცდილებამ მომცა საშუალება უფრო რთულ ლაშქრობებში წავსულიყავი.

ბოლოს, მინდა გკითხო, რას უსურვებ ადამიანებს, როგორი გინდა, რომ იყოს ცხოვრება და როგორ საქართველოში მოგზაურობას ისურვებდი?

პირველ რიგში, საქართველოს სოფლებში, და არა მარტო, მცხოვრებ ადამიანებს ვუსურვებ, რომ ჰქონდეთ უკეთესი საარსებო და სასიცოცხლო პირობები. ხშირად მინახავს სახლები, სადაც ადამიანებს ათოვთ და აწვიმთ. არ აქვთ გათბობა, თბილი წყალი და ელექტრო ენერგია. ვიდრე ეს პრობლემები არ მოგვარდება, ცხოვრების ხარისხი საქართველოში არ გაუმჯობესდება. მშიერ და გაყინულ ადამიანს ვერ მოსთხოვ, იყოს ბედნიერი და გახარებული.

ამას ვისურვებდი, მინდა ისეთ ქვეყანაში ვიმოგზაურო, სადაც ადამიანები კარგად იქნებიან და ერთმანეთი ეყვარებათ.

ავტორი: ანო ტვილდიანი





Губернаторы России
Москва

Сергей Собянин. Главное за день





Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о перспективном развитии соцполитики государства


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин сообщил о планах создания отечественной платформы электромобиля



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Дора

Тейя Дора с трудом прошла в финал | Развлечение




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Пензенские регбистки выиграли первенство России

Собянин рассказал о ходе строительства Троицкой линии метро

«Бавария» победила «Вольфсбург» в 500-м матче Нойера в Бундеслиге


Андрей Рублёв

Рублёв в трёх сетах обыграл Маркоса Гирона и вышел в третий круг «Мастерса» в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

«Аэрофлот» с 16 июня начинает регулярные рейсы из Москвы в Элисту



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России