მამუკა გამყრელიძე - "ჩინეთის სენტიმენტები იყო დაკავშირებული ილუზიებთან, რომ რუსეთი არის ძლიერი სახელმწიფო"
"ახლა ჩინეთმა დაინახა, რომ ის არაფერს წარმოადგენს, რუსეთი არის მისთვის ბალასტი და ტვირთი" - ამბობს მამუკა გამყრელიძე, "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ის თვლის, რომ "მთავარია, ვინ იქნება პირველი თანაბართა შორის, ჩინეთ-აშშ-ის ტანდემში".